გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარით განისაზღვრა

226

გურჯაანის მერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო. ბიუჯეტის პროექტი საფინანსო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ წარადგინა. ამის შესახებ სპექტრი წერს.

როგორც მან განაცხადა ბიუჯეტის პროექტი წინა წელთან შედარებით 4 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 21 მილიონს აჭარბებს.

„კანონმდებლობის შესაბამისად 15 ნოემბრამდე ეწოდება საკრებულოს ბიუჯეტი, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს ვებგვერძე და საჯარო განხილვა გაიაროს. განხილვა ჩატარდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ბიუჯეტი ძირითადად მოხმარდება სოციალურ საკითხებს, ინფრასტრუქტურას და განათლებას.“

მისივე თქმით, 2022 წლის ბიუჯეტს საკრებულო განიხილავს და საფინანსო დოკუმენტი 25 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.