ქუთაისის N2, N14, N20, N24 და N 28 საბავშვო ბაღებში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, სწავლა ორი კვირის შემდეგ განახლდება.
სააღმზრდელო დაწესებულებებმა მუშაობა 5 ოქტომბერს განაახლეს.
კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მშობლებს ბავშვები მხოლოდ შენობამდე მიჰყავთ. აღმზრდელებს ყოველდღიურად უტარდებათ თერმოსკრინინგი. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმეს დაუფიქსირდება ტემპერატურა, იზოლაციაში გადაჰყავთ.
საბავშვო ბაღებში პირბადის ტარება, როგორც აღმზრდელებისთვის, ასევე მზარეულებისთვის, სავალდებულოა.
ქუთაისის 37 საბავშვო ბაღში 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.