თბილისში, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე ველობილიკები მოეწყობა.
როგორც მერიის სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, ველომოყვარულებს შეეძლებათ დედაენის ბაღიდან მარჯვენა სანაპიროს გავლით ვახუშტის ხიდამდე მისვლა და მარცხენა სანაპიროდან წრიულად ისევ დედაენის ბაღთან დაბრუნება.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საპილოტე უკვე არსებული ინფრასტრუქტურა შეარჩიეს, რომლის მოწესრიგებაზე მერიის კეთილმოწყობის სამსახური მუშაობს.
"მოწესრიგდა ტროტუარებზე მდებარე სანიაღვრე ჭები, მოეწყო შუქნიშნებისთვის საძირკველი. მიმდინარეობს პანდუსების დამონტაჟება და ასფალტის საფარის შეკეთება. სამუშაოების დასრულების...
ირაკლი მელაშვილი
ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში
მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის ახალი ინიციატივა - გავაუქმოთ თვითმმართველობა ქალაქებში. ნაბიჯი, რომელიც არ ჯდება იმ ქვეყნის განვითარების ლოგიკაში, რომელსაც დეკლარირებული აქვს დასავლური ღირებულებები, სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნის მართვის დასავლური პრინციპების დამკვიდრების სურვილი.
ჯერ კიდევ წინა საუკუნის შუა წლებში ევროპა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბდა პრინციპზე, რომ განვითარებული თვითმმარველობის გარეშე დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია, იმიტომ, რომ დემოკრატია ხალხის...
https://www.youtube.com/watch?v=qw5rQvfrkW4&feature=youtu.be
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაქარია ენდელაძე გამგეობასთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედა. ინფორმაციას ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
საბჭოს სხდომაზე გამგებელმა და სათათბირო ორგანოს წევრებმა მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვები, აგრეთვე, ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და ტურიზმის განვითარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
საბჭომ, აგრეთვე, განიხილა მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.
ადიგენის სოფელ ზანავში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრი გაიხსნა. ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები მთის განვითარებისთვის“ დამფუძნებლების, მინდია შაინიძისა და ბესარიონ შენგელიას ინიციატივით აშენდა.
სოფელ ზანავის ცენტრში 210 კვ.მ–ის ფართობის ტერიტორია მინდია შაინიძეს თანასოფლელმა უსასყიდლოდ გადასცა. შენობაში საჭიდაო დარბაზი და ერთი ოთახია. აქ ადგილობრივი ახალგაზრდები თავისუფალი სტილით ჭიდაობას შეისწავლიან, ასევე, ტექნიკურ საგნების, ინგლისურსა და კომპიუტერის კურსებზე უფასოდ გადაემზადებიან.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელი მინდია შაინიძე...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ქ.გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში, ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
კეცხოველისა და გორიჯვრის ქუჩებზე გზები და სანიაღვრე სისტემა დაზიანებული იყო და მოსახლეობას, განსაკუთრებით ნალექის დროს, გადაადგილება უჭირდა. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 3,270 კმ სიგრძის გზა და მიმდებარე ტროტუარები. მოეწყობა რკინა-ბეტონის ბორდიურები და სანიაღვრეები. ობიექტზე დასაქმებულია 55 ადამიანი.
შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ობიექტებზე...
ქუთაისი განახლებული ნიკეას ქუჩით ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს დაუკავშირდება. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის შემაერთებელი გზის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. პროექტის ფარგლებში 650 ადამიანია დასაქმებული.
სამინისტროს ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 17 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.
განუსაზღვრელად გაფართოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იმ კონსტიტუციური კანონის, რომელიც ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო განხილვაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი წინგადადგმული ნაბიჯი ამ კონსტიტუციურ კანონში ისაა, რომ სათანადოდ მოწესრიგდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებათა წრე პრაქტიკულად განუსაზღვრელი ფორმით გაფართოვდა.
"ახალი ნორმა გვაქვს...
ორპალატიანი პარლამენტი, ზოგადად, მეცნიერებაში ასეა, რომ აღიქმება პარლამენტის დასუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ორპალარტიან პარტლამენტთან დაკავშირებით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მსჯელობა გაიმართა. ”თუმცა, ორპალატიანი პარლამენტი, ზოგადად, მეცნიერებაში ასეა, რომ აღიქმება პარლამენტის დასუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯად, რადგან როდესაც ერთპალატიანია პარლამენტი, ის უფრო ქმედითუნარიანია სხვა კონსტიტუციური ორგანოების მიმართ. თეორიაში აღიარებულია,...
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და თბილისის მერიას სპეციალური პეტიციით მიმართავენ და ითხოვენ სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებული, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობისთვის ვალის გასტუმრების წესის შემუშავებას და 1998 წელს ფინანსთა სამინისტროს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რომელიც აღიარებული ვალის გადახდას ეხება.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კოოპერატიულ ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ცენტრ "ერთობის" წარმომადგენელმა, ლაშა გეგეჭკორმა განაცხადა, ხელმოწერების შეგროვება უკვე დაწყებულია, ხოლო მის განსახილველად...
თბილისის საკრებულომ თბილისის ზღვაზე "ჯინო ფერედაისის" მიმდებარედ, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა. სხდომაზე საკითხის განხილვას დეპუტატებს შორის კამათი და დაპირისპირება მოჰყვა.
საკითხი განსახილველად თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა ნესტან ადვაძემ გამოიტანა. მისი თქმით, "ჯინო ფერედაისის" აკვაპარკის მიმდებარედ სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, სასტუმრო, კაფე-ბარი, სკოლამდელი დაწესებულება და სხვა მრავალფუნქციური ობიქტები აშენდება. ნესტან ადვაძე აცხადებს, რომ აღნიშნული გეგმა აკვაპარკის განვითარებას ითვალისწინებს.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები კი,...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიის გადაწყვეტილებით, "ერთი თბილი ოთახის" პროგრამაში 10 ოჯახი ჩაერთვება. ინფორმაციას ზუგდიდის გამგეობა ავრცელებს.
კომისიამ პრიორიტეტული ოჯახები ანკეტირების შედეგების შეჯამებისა და ვიზუალური (ფოტო) მასალის განხილვის შედეგად გამოავლინა.
კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება სპეციალისტთა ჯგუფები, რომლებიც პროგრამაში ჩართულ ოჯახებს ესტუმრებიან და კეთილმოსაწყობ ოთახებს შეისწავლიან.
მუნიციპალიტეტის გამგეობამ წელს "ერთი თბილი ოთახის" პროგრამაში...
დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, თბილისში სკვერებთან და მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, 30 ადგილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოების დასადგმელად ტენდერში გამარჯვებული კომპანია 1 თვეში გამოვლინდება, რის შემდეგაც ტუალეტების მშენებლობა დაიწყება.
დავით ნარმანიას განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შესაძლებლობა მიეცემა საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობის სანაცვლოდ, მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტი დადგას, რათა კომერციული ინტერესი ჰქონდეს.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა,...
რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება 2,5 ლარი გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მიიღეს.
საკითხი სხდომაზე თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა წარადგინა.
აღნიშნული საკითხის დამტკიცებით, დეპუტატებმა ცვლილება შეიტანეს თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-81 დადგენილებაში. მალხაზ ჭამბურიძემ სხდომაზე დაადასტურა, რომ რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის თანხის გაზრდით უქმდება მანამდე არსებული შეღავათები სოციალურად დაუცველებისა და სტუდენტებისთვის.
მისივე თქმით, კუს ტბაზე ველოსიპედით გადაადგილების შემთხვევაში...
თბილისის საკრებულომ გარევაჭრობის აღკვეთისას საქონლის კონფისკაციის წესი დაამტკიცა. თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვას დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სევდია უგრეხელიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ საჭირო საკრებულომ ჯერ გარევაჭრობის რეგულირების წესი მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ დამტკიცდეს გარემოვაჭრეებისათვის ქონების კონფისკაციის წესი.
საკითხი სხდომაზე თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა ნელი ღვინეფაძემ გაიტანა. მისი თქმით, გარემოვაჭრეებისთვის ჩამორთმეული საქონელი განადგურდება, გადაეცემა სოციალურად...
თბილისის მერია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის იწყებს სტაჟირების პროგრამას - „დაიწყე კარიერა“, რომლის ფარგლებშიც თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ 2 თვიანი, არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა 2017 წლის 1 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით.
როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, პროგრამის ფარგლებში მოხდება დარეგისტრირებული სტუდენტების გადანაწილება მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში (შპს, ააიპ) სტუდენტის განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!





































