რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება 2,5 ლარი გახდება

1003

რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება 2,5 ლარი გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მიიღეს.

საკითხი სხდომაზე თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა წარადგინა.

აღნიშნული საკითხის დამტკიცებით, დეპუტატებმა ცვლილება შეიტანეს თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-81 დადგენილებაში. მალხაზ ჭამბურიძემ სხდომაზე დაადასტურა, რომ რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის თანხის გაზრდით უქმდება მანამდე არსებული შეღავათები სოციალურად დაუცველებისა და სტუდენტებისთვის.

მისივე თქმით, კუს ტბაზე ველოსიპედით გადაადგილების შემთხვევაში მგზავრობის ღირებულება 1 ლარი იქნება.