თბილისში სკვერებთან და მეტროსადგურებთან საზოგადოებრივი ტუალეტები მოეწყობა

1395

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, თბილისში სკვერებთან და მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 30 ადგილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოების დასადგმელად ტენდერში გამარჯვებული კომპანია 1 თვეში გამოვლინდება, რის შემდეგაც ტუალეტების მშენებლობა დაიწყება.

დავით ნარმანიას განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შესაძლებლობა მიეცემა საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობის სანაცვლოდ, მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტი დადგას, რათა კომერციული ინტერესი ჰქონდეს.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი საპირფარეშოებით სარგებლობა უფასო არ იქნება. ამისთვის კომპანია მინიმალურ თანხას დააწესებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი