თბილისში ველობილიკები ​მოეწყობა

893

თბილისში, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე ველობილიკები ​მოეწყობა.

როგორც მერიის სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, ველომოყვარულებს შეეძლებათ დედაენის ბაღიდან მარჯვენა სანაპიროს გავლით ვახუშტის ხიდამდე მისვლა და მარცხენა სანაპიროდან წრიულად ისევ დედაენის ბაღთან დაბრუნება.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საპილოტე უკვე არსებული ინფრასტრუქტურა შეარჩიეს, რომლის მოწესრიგებაზე მერიის კეთილმოწყობის სამსახური მუშაობს.

“მოწესრიგდა ტროტუარებზე მდებარე სანიაღვრე ჭები, მოეწყო შუქნიშნებისთვის საძირკველი. მიმდინარეობს პანდუსების დამონტაჟება და ასფალტის საფარის შეკეთება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მერიის სატრანსპორტო სამსახურის მიერ შუქნიშნების დამონტაჟება და ბილიკების დახაზვა მოხდება. პროექტის ფარგლებში დედაქალაქში რამდენიმე ადგილას ველოსადგომებიც მოეწყობა”, – განაცხადა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ.

მისივე თქმით, ველომოყვარულთათვის მირიან მეფის ქუჩაზე მოეწყობა სამკილომეტრიანი სასეირნო ბილიკი.

წყარო: პირველი არხი