გარემოვაჭრეებისთვის ჩამორთმეული საქონელი განადგურდება, გადაეცემა სოცდაუცველებს ან აუქციონზე გაიყიდება

958

თბილისის საკრებულომ გარევაჭრობის აღკვეთისას საქონლის კონფისკაციის წესი დაამტკიცა. თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვას დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სევდია უგრეხელიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ საჭირო საკრებულომ ჯერ გარევაჭრობის რეგულირების წესი მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ დამტკიცდეს გარემოვაჭრეებისათვის ქონების კონფისკაციის წესი.

საკითხი სხდომაზე თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა ნელი ღვინეფაძემ გაიტანა. მისი თქმით, გარემოვაჭრეებისთვის ჩამორთმეული საქონელი განადგურდება, გადაეცემა სოციალურად დაუცველებს ან აუქციონზე გაიყიდება. ღვინეფაძის განცხადებით, დაახლოებით 10 დღეში თბილისის საკრებულოში შევა აგრეთვე გარევაჭრობის რეგულირების წესი, მანამდე კი კონფისკაციის წესის დამტკიცება ამ პროცესს ხელს არ შეუშლის.

წყარო: ინტერპრესნიუსი