ზუგდიდის მუნიციაპლიტეტის გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები კოკსა და კახათში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.
გამგეობის ინფორმაციით, გამგებელი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად აგრძელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერებას.
„ვაგრძელებთ იმ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებას, რომელიც ხორციელდება მუნიციპალიტეტში. დღეს ვიმყოფებით კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მიმდინარეობს ბეტონის გზის დაგება 560 მეტრზე, ასევე დავათვალიერეთ კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში...
ქალაქ ქუთაისისა და ქალაქ ტარტუს მერებმა - შოთა მურღულიამ და ურმას კლაასმა ქალაქ ტარტუში ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ორი ქალაქის დაძმობილება და ურთიერთობების გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით.
საქართველოსა და ესტონეთის აღნიშნული ქალაქების დაძმობილება და თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრა ურთიერთობების სამომავლო გაღრმავების მიზნით, ესტონეთში საქართველოს საელჩოს ინტენსიური ძალისხმევით და თანადგომით, ასევე ქუთაისისა და ტარტუს მუნიციპალიტეტების აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება და წარმოადგენს...
ქუთაისის მერს სამი მოადგილე ეყოლება. "საჯარო სამსახურის შესახებ კანონში" ცვლილების თანახმად, რომელიც დღეიდან შევიდა ძალაში, მერის მესამე მოადგილის შტატი უნდა დაემატოს. ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პოზიციაზე კანდიდატურა ჯერ შერჩეული არ არის.
"ჩვენ კანონით გვაქვს 13 თანამდებობის პირის ყოლის უფლება, ამ დრომდე გვყავდა 12 თანამდებობის პირი, შესაბამისად, დავამატეთ შტატი. თუმცა, ეს არ გამოიწვევს ბიუჯეტში სახელფასო ფონდის გაზრდას. ვინ იქნება ქუთაისის...
„ტფილისის ჰამქარის“ წევრი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს და ამბობს, რომ ამით სახელმწიფომ უარი თქვა ქვეყნის ურბანულ განვითარებაზე. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ სამი წლის წინ ამავე ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით სწორი იყო და უკვირს, რატომ თქვა უარი ამავე ხელისუფლებამ საკუთარ სწორ გადაწყვეტილებაზე.
რამდენად სწორია მთავრობის გადაწყვეტილება,...
საქართველოს მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მათი სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ. პრემიერი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება თვითმმართველობების გასაძლიერებლად მიიღეს და მათ, ვინც აღნიშნული რეფორმის წინააღმდეგია, სპეკულაციაში ადანაშაულებს.
სათემო განვითარების ცენტრის წარმომადგენელი, ანა მარგველაშვილი ამბობს, რომ მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება ცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და ის დეცენტრალიზაციის პროცესს შეაფერხებს.
გთავაზობთ ინტერვიუს ანა მარგველაშვილთან:
ის არგუმენტები, რაც მაქვს მოსმენილი, კრიტიკას ვერ უძლებს....
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მუნიციპალიტეტებში შექმნილი შიდა აუდიტის სამსახურები კანონით განსაზღვრული მიზნების შესრულებას ვერ უზრუნველყოფენ.
მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოებში შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნა სავალდებულოა. მათი მიზანია დაწესებულების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა, პრევენცია და სხვა.
როგორც აუდიტის სამსახურის პარლამენტში წარდგენილ ყოველწიულ ანგარიშშია ნათქვამი, შიდა კონტროლებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესაწვლის საფუძველზე დგინდება, რომ მუნიციპალიტეტებში შექმნილი შიდა აუდიტის სამსახურები ვერ...
საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 14 მუნიციპალიტეტის შეერთების შედეგად შეიქმნება 7, ანუ დღესდღეობით სულ არსებული 71 თვითმმართველი მუნიციპალიტეტის ნაცვლად, ცვლილების შემდეგ 64 დარჩება.
„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო არსებულ სპეკულაციებს და ვთქვა, რომ ეს ცვლილებები არანაირად არ ეხება არჩევითობის წესს და ყველა ქალაქი კვლავინდებურად ისარგებლებს ქალაქის სტატუსით....
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თვითმმარველობის რეფორმასთან დაკავშირებთ განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი განვითარება მოხდება და კიდევ მეტად ჩაიშლება დაბალ მუნიციპალურ დონეებზე.
"ამას წინ არაფერი უდგას და სპეკულაციებს, რომლებსაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ვისმენდით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია", - აღნიშნა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მინისტრთა კაბინეტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს.
"თვითმმართველობის რეფორმა არის დინამიური, ცოცხალი...
განათლების განვითარების ცენტრმა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ტრენინგი გამართა. განათლების განვითარების ცენტრი გაეროს განვითარების ფონდის (UNPD) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს პროფესიულ მომზადება/გადამზადებაზე დაფუძვნებულ დასაქმების საპილოტე სქემას.
ტრენინგზე დამსწრე მოქალაქეებმა შეავსეს ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა და გაიარეს ინტერვიუ მათი ინდივიდუალური შრომითი უნარების შეფასების მიზნით, ასევე მონაწილეობა მიიღეს პროფესიული ორიენტაციის და კარიერული დაგეგმარების ტრენინგში და გაიარეს ტესტირება, რის შემდეგაც ჩაერთვებიან პროექტის...
თბილისის მერიაში მიმდინარე აუდიტით 2015-2016 წლების მდგომარეობას ვსწავლობთ, - ამის შესახებ გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კონკრეტულად რა დარღვევები იქნა აღმოჩენილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის კომპანიის შემთხვევაში.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურმა დაახლოებით, 10 დღის წინ გაასაჯაროვა ის მასალები, რომლებიც...
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმებულ რამდენიმე მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო სახსრები დახარჯულია ისეთ პროექტებზე, რომლებიც დასრულებული არ არის.
როგორც აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, ხარვეზები იკვეთება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების სისრულეში, მშენებლობის პროცესების კონტროლში და სხვა. შედეგად, საბიუჯეტო სახსრები გადახდილია ისეთ პროექტებში, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს.
”მაგალითად, 2014-2015 წლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შესყიდულია 4 საბავშვო ბაღის მშენებლობის, ელექტროწისქვილის მოწყობის, ტრანსფორმატორის შეძენა-მონტაჟის...
https://www.youtube.com/watch?v=w_MLNA2D8WA
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გაერთიანების საკითხს განიხილავენ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინადადებას გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნასთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე წარმოადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს თვითმმართველობის რეფორმის ავტორიტეტის და წარმატების გაზრდას და არა პირიქით, როგორც ამაზე „ზოგიერთები აპელირებენ“.
„ბოლო პერიოდში იყო საკმაოდ ცხარე...
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ მიწისქვეშა გადასასვლელებთან მიმართებით არაეფექტურად გახარჯულმა თანხებმა 831.6 ათასი ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერიის აღნიშნულ სამსახურში გამოვლენილი ამ და სხვა ფინანსური დარღვევების შესახებ სახელმწიფოს აუდიტის სამსახური პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში წერს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2013-2015 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის ფარგლებში სამსახურის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები და შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები შეისწავლა.
აუდიტის...
საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, გორში, თელავში, ახალციხესა და მარნეულში შეხვედრები გამართა. აღნიშნული შეხვედრების მიზანი ფერმერთა პრობლემების იდენტიფიცირება და მათთვის ახალი ინიციატივის - ფერმერთა სათათბიროს ფორმირების საკითხის გაცნობა იყო. ასევე ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს ფერმერთა სათათბიროში წევრობისათვის დელეგატთა შერჩევის წესი და პროცედურები წარმოადგენდა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ მის მოადგილესთან, გიორგი ნონიაშვილთან და ევროპის სოფლის მეურნეობის ასოციაციების და...
https://www.youtube.com/watch?v=gYdnMPd1aCw
ცხოვრება და კანონი
წერილი მეოთხე
1865 წელსა დამტკიცებულ იქმნა და აღსრულებაშიაც მოვიდა სასოფლო მმართველობის წესდებულება. ვიდრე გავარჩევდეთ მას, თუ რამოდენად მოუხდა იგი ჩვენს ცხოვრებასა, რამოდენად აღ- გვისრულა მასზედ დანდობილი იმედი, არ იქნება მეტი, რაც შეიძ- ლება მოკლედ, გამოვსთქვათ ზოგიერთი აზრი შინაგანს მმართველობაზედ საზოგადოდ.
ყოველი სახელმწიფო, რიგიანს წესზედ ცოტად თუ ბევრად დამდგარი, ნაწილ-ნაწილად არის დაყოფილი, რომ მოვლა და პატრონობა ადვილი იყოს. მაგალითებრ; რუსის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!





































