მესტიის გამგეობის სააქტო დარბაზში განათლების განვითარების ცენტრმა ტრენინგი გამართა

1356
განათლების განვითარების ცენტრმა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ტრენინგი გამართა. განათლების განვითარების ცენტრი გაეროს განვითარების ფონდის (UNPD) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს პროფესიულ მომზადება/გადამზადებაზე დაფუძვნებულ დასაქმების საპილოტე სქემას.
ტრენინგზე დამსწრე მოქალაქეებმა შეავსეს ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა და გაიარეს ინტერვიუ მათი ინდივიდუალური შრომითი უნარების შეფასების მიზნით, ასევე მონაწილეობა მიიღეს პროფესიული ორიენტაციის და კარიერული დაგეგმარების ტრენინგში და გაიარეს ტესტირება, რის შემდეგაც ჩაერთვებიან პროექტის ფარგლებში, ზემო სვანეთის წარმომადგენლებისთვის გამოცხადებულ, დაწესებულების მენეჯერის გადამზადების 2 თვიან კურსზე.
ტესტირების გავლის შემდეგ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.

პროექტის მიზანია საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნაზე დაფუძნებული პროფესიული განათლების სისტემის განვითარება და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პროცესის პოპულარიზაცია.

წყარო: ეტანიუსი