ქუთაისის მერს სამი მოადგილე ეყოლება

687

ქუთაისის მერს სამი მოადგილე ეყოლება. “საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” ცვლილების თანახმად, რომელიც დღეიდან შევიდა ძალაში, მერის მესამე მოადგილის შტატი უნდა დაემატოს. ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პოზიციაზე კანდიდატურა ჯერ შერჩეული არ არის.
“ჩვენ კანონით გვაქვს 13 თანამდებობის პირის ყოლის უფლება, ამ დრომდე გვყავდა 12 თანამდებობის პირი, შესაბამისად, დავამატეთ შტატი. თუმცა, ეს არ გამოიწვევს ბიუჯეტში სახელფასო ფონდის გაზრდას. ვინ იქნება ქუთაისის მერის მესამე მოადგილე, ჯერჯერობით უცნობია”, – განმარტა ჟურნალისტებთან საუბარში ქუთაისი მერის მოადგილემ კოტე ქავთარაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი