აუდიტის სამსახური – მუნიციპალიტეტებში შექმნილი შიდა აუდიტის სამსახურები კანონით განსაზღვრული მიზნების შესრულებას ვერ უზრუნველყოფენ

1016

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მუნიციპალიტეტებში შექმნილი შიდა აუდიტის სამსახურები კანონით განსაზღვრული მიზნების შესრულებას ვერ უზრუნველყოფენ.

მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოებში შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნა სავალდებულოა. მათი მიზანია დაწესებულების საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა, პრევენცია და სხვა.

როგორც აუდიტის სამსახურის პარლამენტში წარდგენილ ყოველწიულ ანგარიშშია ნათქვამი, შიდა კონტროლებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესაწვლის საფუძველზე დგინდება, რომ მუნიციპალიტეტებში შექმნილი შიდა აუდიტის სამსახურები ვერ უზრუნველყოფენ კანონით მათთვის განსაზღვრული მიზნების შესრულებას, თავისი საქმიანობით, არ შეაქვთ წვლილი მუნიციპალიტეტის რესურსების ეკონომიურად გამოყენებაში, გამგეობის წინაშე არსებული ამოცანების ეფექტურად შესრულებასა და მუნიციპალიტეტის დასახული მიზნების მიღწევაში.

”მაგალითად, 2014-2015 წლებში ამბროლაურის შიდა აუდიტის სამსახურს არ შეუსწავლია გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობა. მუნიციპალიტეტმა ასევე ვერ წარმოადგინა შიდა აუდიტის აღნიშნული პერიოდის სტრატეგიული და წლიური გეგმები, დამტკიცებული სახით. 2014-2015 წლებში ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტს არ შეუდგენია 3-წლიანი შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა. არ არის შედგენილი 2014 წლის შიდა აუდიტის საქმიანობის წლიური გეგმა, შესაბამისად ამ წელს შიდა აუდიტი არ ჩატარებულა. 2015 წელს კი ჩატარდა მხოლოდ 5 ააიპ-ისა და 1 შპს-ს საქმიანობის აუდიტორული შემოწმება”, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

წყარო: ინტერპრესნიუსი