დეცენტრალიზაციის სტრატეგიული, ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებაზე მუშაობა დაწყებულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რათა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმოს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდეს სტრატეგიული, ერთიანი ხედვა დეცენტრალიზაციის. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გქვონდა კონსულტაციები და ამაზე დაწყებულია უკვე მუშაობა. ეს არის...
დეცენტრალიზაციის სიკეთეები მოსახლეობამ რომ იგრძნოს, ამისთვის ადგილზე საჭიროა უკეთესი მმართველობა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ პარლამენტში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი არის გამჭვირვალე და დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს ცვლილებების დეტალებს გააცნობენ. „რაც შეეხება რეფორმას, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ დეცენტრალიზაციის ძირითადი პრინციპები ჩვენ 2014 წელს მივიღეთ. ქვეყანაში დეცენტრალიზაცია უკვე გვაქვს. რეგიონებში გვაქვს მუნიციპალიტეტები,...
ენთელი-ფხერო-შოყა-ოქროს ციხეს მიმართულებით სავალი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც  გასულ წელს დაიწყო, სულ გზის 3 850 მეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებას ითვალისწინებს.  2016 წლისათვის სავალი გზის მოწესრიგება სოფელ ენთლიდან ფხერომდე იგეგმება. ადიგენის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 3 200 მეტრზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, წყალგამტარი მილებითა და რკინა-ბეტონის ღარებით მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. სამუშაოებისათვის 680 000 ლარია განსაზღვრული. ენთელი-ფხერო-შოყა-ოქროს ციხეს მიმართულებით სავალი გზის მოწესრიგებისათვის...
სოფელ ანდრიაწმინდაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები სავალი ნაწილის ყველაზე დაზიანებულ სამ მონაკვეთზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ანდრიაწმინდაში 525 მეტრი გზის მონაკვეთი მოწესრიგდება. მოეწყობა არმირებული ბეტონის გზა და მილხიდები.  სამშოებისათვის თანხა რეგიონებში განსახორციელებელლი პროექტბის ფონდიდან გამოიყო. ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს "ასტორია“ გზის რეაბილიტაციას დაახლოებით 120 000 ლარის ფარგლებში განახორციელებს. ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, ბეტონი იმ სამ მონაკვეთზე დაიგება, რომლებიც განსაკუთრებით დაზიანებულია და უამინდობის...
ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოებისათვის 44833 ლარიანი ტენდერი ცხადდება. მიმწოდებელი ვალდებულია ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით. ამ დროისთვის 11 ობიექტი მოეწყობა. 1.  დავით აღმაშენებლი გამზირი N 5 2. ბარნოვის ქუჩა N 2 3. ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა N 19 4. ახალგაზრდობის გამზირი 1-ლი შესახვევი N14 5. ავტომშენებლის ქუჩა...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში, სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მოეწყობა სასმელი წყლის 6 კილომეტრიანი მაგისტრალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება რეზერვუარს. სამუშაოებს შპს „ბილდინგ-დეველოპერი“ აწარმოებს და მასზე 550 337 ლარი იხარჯება.  სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. პროექტის განხორციელების შედეგად ადგულობრივი მოსახლეობა სუფთა წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს. წყარო: ეტანიუსი
ვანში ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაული ვანელობა აღინიშნა. მშვიდობის გორაზე სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა. აქვე წარმოდგენილი იყო სოფლის პროდუქტები, რომლის დაგემოვნების საშუალებაც ყველა მსურველს ჰქონდა. სახალხო დღესასწაული ვანელებს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯომარემ, ხონისა და ვანის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა - გრიგოლ ლილუაშვილმა მიულოცა. მოგვიანებით ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში ადგილობრივმა ჯგუფმა "არგომ" კონცერტი გამართა, რომელსაც გრიგოლ ლილუაშვილი...
ბორჯომის მუნიციპალიტეტში გუჯარეთის ხეობის მისასვლელი გზის აღდგენის მასშტაბური პროექტი დაიწყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, რამდენიმე დღეა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით სოფლებამდე დამაკავშირებელი 15 კილომეტრიანი გზის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს. ”აღნიშნული გზა წლებია დაზიანებულია, გარკვეულ მონაკვეთები კი პრაქტიკულად გაუვალი. ამ დროისთვის ადგილზე ინტენსიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა, სამუშაოები 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც მოსახლეობას გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეექმნება”, - აცხადებენ გამგეობაში. გამგებლის...
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შეხვედრები მიუნხენში, წყალთა მეურნეობის სააგენტოსა და კომპანია "BERNARD GRUPPE"-ში, შეხვედრები გამართა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. შეხვედრაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფში მყოფმა გერმანელმა პარტნიორებმა მდინარე მტკვრის შესაძლო განვითარების საშუალებებზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, პროექტი "მდინარე იზარის ახალი სიცოცხლე" მიმოიხილეს და თბილისის მთავრობის წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარეს. კერძოდ, საუბარი შეეხო მდინარის...
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე ადგილობრივებმა კვების ობიექტის მშენებლობა გააპროტესტეს. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ მშენებლობისთვის სკვერი იჩეხება და ფუნქციას კარგავს. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს. აქციაზე აქციის მონაწილეები კერძო ბიზნესმენს დაუპირისპირდნენ და რამდენჯერმე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც მოხდა. კაფე-ბარის მეპატრონე ამბობს, რომ ოფიციალური ნებართვა ქალაქის მერიისგან მიიღო. ადგილობრივებმა კვების ობიქტისტის მშენებლობისთვის მიტანილი კონსტრუქცია ტერიტორიიდან გამოიტანეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ მერიას მათაც მიმართეს ერთი წლის წინ თხოვნით, რომ სკვერი...
ბათუმის მერია ტროტუარის ნაწილს მასზე მშენებლობის უფლების პერსპექტივით ყიდის. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. ბათუმში, ფიროსმანის ქ. N5ბ-ს მიმდებარედ, 212 კვ/მ მიწის ნაკვეთი პირობებიან აუქციონზეა გატანილი. აღნიშნული ნაკვეთი, ძირითადად, ფიროსმანის ქუჩის გასწვრივ მდებარე ტროტუარი და იქვე მოწყობილი ღია ავტოსადგომია. ნაკვეთის საწყისი ღირებულება 85 ათასი ლარია; ბიჯი – 2000 ლარი. აუქციონი 1 ივნისს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდება. როგორც გამოცემა წერს, ტერიტორია მომიჯნავე ნაკვეთთან...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა. სანამ საბჭოს დებულებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები დაამტკიცებდნენ, საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, სოფელ დიდინეძის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კუკავამ საკრებულოს აპარატის უფროსს ნატალია პაპასკირს ჰკითხა, თუ რამდენად აუცილებელია საბჭოს შექმნა. „მაგის აუცილებლობა ჩვენში არ არის. ეს უბრალოდ ვიღაც ვიღაცეებისთვის რევერანსია. საბჭოს შექმნის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ ვერანაირად“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა. მის პასუხად, ნატალია პაპასკირმა განმარტა, რომ...
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, რომელშიც 13 ადგილობრივი დასაქმდა, 60 აღსაზრდელის მიღება შეეძლება. საბავშვო ბაღი აქ ბოლო 30 წელი არ ფუნქციონირებდა. შენობის სრულ რეაბილიტაციას 165 476 ლარი მოხმარდა. იგი სამ სოფელს: ფერსას, გიორგიწმინდასა და მუგარეთს მოემსახურება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და ახალციხის მუნიციპალიტეტის...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მისია იმყოფება. მისიის ხელმძღვანელმა მასიმო პეტრონემ და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ, საქართველოს რეგიონებში იმ მასშტაბური წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერეს, რომლებსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. დელეგაციის წევრებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კოებრიძემ ბაკურიანში, ურეკში, ქუთაისში,ზუგდიდსა და ანაკლიაში მიმდინარე და დაგეგმილი...
ოზურგეთელებისთვის ბოლო ერთი კვირა დაძაბული აღმოჩნდა  -  ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმების საკითხი, რასაც საზოგადოების სხვადასხვა ფენის  წარმომადგენლებში  ხმაური  მოჰყვა. ამ ფონზე კი პარტიები წინასაარჩევნოდ უკვე აქტიურ მუშაობას შეუდგნენ. "გურია ნიუსი"  დაინტერესდა, რა მდგომარეობაა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში,  ვინ არიან ბიუროს წევრები, დაინიშნა თუ არა აღმასრულებელი მდივანი? - ბოლო დღეების განმავლობაში...
ორშაბათს, 5 ივნისს, საქართველოს პარლამენტში იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას აპროტესტებენ, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს შეხვდებიან. არასამთავრობოები შეხვედრას უკვე 2 თვეა, ითხოვენ. პირველად მათ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 29 მარტს მიმართეს - 130-მდე ორგანიზაცია მოითხოვდა, გადაწყვეტილების მიღებამდე სამინისტროს კონსულტაციები გაემართა თვითმმართველობის რეფორმაზე მომუშავე ორგანიზაციებთან და მათი მოსაზრებები...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ