ენთელი-ფხერო-შოყა-ოქროს ციხეს მიმართულებით სავალი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც გასულ წელს დაიწყო, სულ გზის 3 850 მეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებას ითვალისწინებს.
2016 წლისათვის სავალი გზის მოწესრიგება სოფელ ენთლიდან ფხერომდე იგეგმება. ადიგენის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 3 200 მეტრზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, წყალგამტარი მილებითა და რკინა-ბეტონის ღარებით მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. სამუშაოებისათვის 680 000 ლარია განსაზღვრული.
ენთელი-ფხერო-შოყა-ოქროს ციხეს მიმართულებით სავალი გზის მოწესრიგებისათვის სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გზის 650 მეტრიანი მონაკვეთი გაკეთდა, რისთვისაც 200 000 ლარი დაიხარჯა. პროექტი რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანასებით ხორციელდება.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე