თემის საკრებულოს წევრი გენდერული საბჭოს შექმნის წინააღმდეგ გამოვიდა

626
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა. სანამ საბჭოს დებულებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები დაამტკიცებდნენ, საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, სოფელ დიდინეძის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კუკავამ საკრებულოს აპარატის უფროსს ნატალია პაპასკირს ჰკითხა, თუ რამდენად აუცილებელია საბჭოს შექმნა.

„მაგის აუცილებლობა ჩვენში არ არის. ეს უბრალოდ ვიღაც ვიღაცეებისთვის რევერანსია. საბჭოს შექმნის აუცილებლობას მე ვერ ვხედავ ვერანაირად“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა. მის პასუხად, ნატალია პაპასკირმა განმარტა, რომ გენდერული საბჭოს შექმნას თვითმმართველობებს საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ ავალდებულებს. „საბჭო შედგება არაუმეტეს 9 წევრისა, მას უხელმძღვანელებს საკრებულოს თავმჯდომარე. მისი ბრძანებით დაფუძნდება საბჭოს შემადგენლობა“, – განაცხადა ნატალია პაპასკირმა.  გენდერული საბჭოს დებულების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს საკრებულოს სხდომაზე, მათ შორის საკრებულოს წევრმა გიორგი კუკავამაც. გენდერული თანასწორობის საბჭი დღეს ქალაქ ზუგდიდშიც შეიქმნა.