ბათუმის მერიამ ტროტუარის გასაყიდად აუქციონი გამოაცხადა

1133

ბათუმის მერია ტროტუარის ნაწილს მასზე მშენებლობის უფლების პერსპექტივით ყიდის. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

ბათუმში, ფიროსმანის ქ. N5ბ-ს მიმდებარედ, 212 კვ/მ მიწის ნაკვეთი პირობებიან აუქციონზეა გატანილი. აღნიშნული ნაკვეთი, ძირითადად, ფიროსმანის ქუჩის გასწვრივ მდებარე ტროტუარი და იქვე მოწყობილი ღია ავტოსადგომია. ნაკვეთის საწყისი ღირებულება 85 ათასი ლარია; ბიჯი – 2000 ლარი. აუქციონი 1 ივნისს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდება.

როგორც გამოცემა წერს, ტერიტორია მომიჯნავე ნაკვეთთან გაერთიანების გარეშე ვერ განვითარდება. აუქციონის ერთ-ერთი პირობაც სწორედ ეს არის.

სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე

წყარო: ბათუმელები

ფოტო: თედო ჯორბენაძე, ბათუმელები