სოფელ ანდრიაწმინდაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

734

სოფელ ანდრიაწმინდაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები სავალი ნაწილის ყველაზე დაზიანებულ სამ მონაკვეთზე მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ანდრიაწმინდაში 525 მეტრი გზის მონაკვეთი მოწესრიგდება. მოეწყობა არმირებული ბეტონის გზა და მილხიდები.  სამშოებისათვის თანხა რეგიონებში განსახორციელებელლი პროექტბის ფონდიდან გამოიყო. ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “ასტორია“ გზის რეაბილიტაციას დაახლოებით 120 000 ლარის ფარგლებში განახორციელებს.

ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, ბეტონი იმ სამ მონაკვეთზე დაიგება, რომლებიც განსაკუთრებით დაზიანებულია და უამინდობის პერიოდში მოსახლეობას გადაადგილებაში ხელს უშლის.