ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოებისათვის 44833 ლარიანი ტენდერი ცხადდება.
მიმწოდებელი ვალდებულია ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების პარაპეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით.
ამ დროისთვის 11 ობიექტი მოეწყობა.
1. დავით აღმაშენებლი გამზირი N 5
2. ბარნოვის ქუჩა N 2
3. ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა N 19
4. ახალგაზრდობის გამზირი 1-ლი შესახვევი N14
5. ავტომშენებლის ქუჩა N14
6. ზვიად გამსახურდიას გამზირი N32
7. 9 აპრილის ქუჩა N8
8. ირაკლი აბაშიძის გამზირი N 10
9. ჯავახიშვილის ქუჩა N73
10. თაბუკაშვილის N 30
11. ნიკეას ქუჩის პირველი შესახვევი N11
მერია პროგრამა “კორპუსის” ფარგლებში სამუშაოებს თანადაფინანსებით ასრულებს.
შეგახენებთ, რომ ქუთაისში დაზიანებულმა პარაპეტებმა ორი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
წყარო: ნიუპრესი