თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობამ ცისკარიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.
"კონტრაქტორმა კომპანიამ 3700 კვ.მ ფართობზე დაზიანებული ასფალტის საფარი მოხსნა. ამ ეტაპზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყობა 300 მმ-იანი სანიაღვრე კოლექტორი, ჭები და ბეტონის ცხაურები. სამუშაოების დასრულების შემდგომ, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამანქანო გზაზე ორფენიან ასფალტის საფარს დააგებს და საფეხმავლო ტროტუარებსა და ბორდიურებს მოაწესრიგებს", - აღნიშნულია...
ქუთაისში, დღეს ავსტრიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, არად ბენკო ჩავიდა.
ავსტრიელი დიპლომატი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიიღო. ელჩმა სურვილი გამოთქვა ქართულ და ავსტრიულ უნივერსიტეტებს შორის დამეგობრება მოხდეს. ასევე, მოხდეს განათლების კუთხით გამოცდილებების გაზიარება. ამასთან, არად ბენკო ქუთაისის საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა.
ქუთაისის მერთან შეხვედრის შემდეგ, ავსტრიის ელჩი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნისვერსიტეტში მივიდა, სადაც ევროპულ ღირებულებების საკითხებზე სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია...
ღია კანალიზაცია და მწერებითა და ქვეწარმავლებით სავსე დასახლება – ახალციხეში, საბარგო სადურზე მცხოვრებლები გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
დღეს, 6 ივნისს, დილიდან, საბარგო სადგურის ტერიოტორიაზე ხმაური იყო. ადგილობრივები საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის მოთხოვნით შეიკრიბნენ. ისინი ამბობენ, რომ წლებია ღია საკანალიზაციო სისტემაა და ფეკალური მასები ხან მათ ეზოებში, ხან კიდევ ცენტრალურ გზაზე გადადის.
„წლებია ასეა, რამდენჯერ შეიძლება გავაპროტესტოთ და მოვთხოვოთ ადგილობრივ ხელისუფლებას გააკეთოს?!”- გვეუბნება ადგილობრივი...
წარმომადგენლობითმა ორგანომ გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დაამტკიცა.
,,საბჭო შედგება 9 წევრისაგან. უკვე განვსაზღვრეთ საბჭოს დებულება, უფლებამოსილება, ფუნქციები, სტრუქტურა და მუშაობის წესი", – განაცხადა ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამარ ყეინიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საბჭოს ძირითადი ამოცანებია, შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის და ა.შ.
,,რამდენიმე ძირითადი ამოცანის გარდა, საბჭომ წელიწადში ერთხელ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა წარუდგინოს ანგარიში...
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა მაისის თვეში, მოქალაქეების დასახმარელად 101 643 ლარი დაფინანსება გასცა.
ბორჯომის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ 464 ბენეფიციარს გაუწია თანადგომა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, გამგეობაში მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, გასულ თვეს 385 მოქალაქის დასაფინანსებლად გაიხარჯა 73 621 ლარი.
”მოქალაქეებს დაუფინანსდათ როგორც სტაციონარული ისე ამბულატორიული მომსახურება, რომელთა ჯამურმა თანხამ მაისის თვეში შეადგინა 45 221 ლარი, ამასთანავე...
სოფელ ბარკურციხეში მდებარე კულტურის ცენტრი, რომელიც დაახლოებით 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულებისაა, საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა. სულ რამდენიმე ხნის წინ კი, მისი რეაბილიტაციისთვის "მუნიციპალური განვითარების ფონდმა" 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.
"აიპრესთან" გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გივი გერგიძე საპატრიაქროსთვის ბაკურციხის კულტურის ცენტრის გადაცემის მიზეზად მღვდელმსახური გრიგოლ ფერაძეს ასახელებს, რომელიც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული და რომელიც სოფელ ბაკურციხეში დაიბადა:
"გადაცემის მიზეზი იყო...
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ”ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა” და ”ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის” ეფექტურად განხორციელების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ საკოორდინაციო საბჭოს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ ანგარიში მოისმინა, ასევე განიხილეს პრობლემური საკითხები და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებაზე იმსჯელეს.
საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია საქართველოს...
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა 14 მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი.
საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მე-10 მუხლის შესაბამისად, მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა წინადადება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად გორის მუნიციპალიტეტის; ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის; ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად მცხეთის მუნიციპალიტეტის; ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის...
ბორჯომში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის და თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. შენობაში გათვალისწინებულია როგორც შიდა ინტერიერის განახლების ასევე გარე ფასადის სამუშაოები. გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, შენობის იერსახე მთლიანად შეიცვლება და ის თანამედროვე სტილში კლასიკური ელემენტების გამოყენებით მოეწყობა.
"ფასადის გარდა, მოხდება შენობის სახურავის შეცვლა, კულტურის ცენტრში სხვადასხვა სახის სამუშაოები განხორციელდება, თოჯინების თეატრში დარბაზს და ფოიეს კი ჩაუტარდება სრული...
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და "კურიერის" წამყვანი ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" თბილისის მერის არჩევნებში მათი სახელით მონაწილეობის შეთავაზება მიიღო.
როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეთავაზებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. უდუმაშვილი კიევში იმყოფებოდა, სადაც მისივე თქმით, პარტიის ლიდერებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
"სამწუხაროდ, დღეს ბევრს ვერაფერს გეტყვით. ვადასტურებ, "ნაციონალური მოძრაობისგან" მაქვს შეთავაზება, რომ ჩემი კანდიდატურა...
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, უნივერსიტეტის ქუჩის ამ მონაკვეთში სავალი ნაწილი 1,70 მეტრით გაფართოვდება. სამუშაოების შედეგად, გზას ერთი ზოლი დაემატება, რომლის საშუალებით მანქანები თამარაშვილის ქუჩიდან ვაკის მიმართულებით იმოძრავებენ.
პროექტის ფარგლებში, უკვე მოხდა მიწისქვეშა კომუნიკაციების - „სილქნეთის“, „მაგთის“, „ახალი ქსელების“ კაბელების შესაბამის ნიშნულზე მოყვანა, ასევე, სანიაღვრე ქსელის, შუქნიშნების,...
თბილისის საკრებულომ თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილება შეიტანა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს განსახილველად თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა. აღნიშნული პროექტი ბიუჯეტში სამ ცვლილებას ითვალისწინებდა, კერძოდ, ცვლილებების პროექტით თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობა 359 000 ლარით გაიზარდა. ლევან მიქავას განცხადებით, ეს თანხა 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი. ასე რომ,...
ქუთაისის მერიაში მერის მესამე მოადგილე დაინიშნა. ეს პოსტი გრიგოლ დალაქიშვილმა დაიკავა. ამ თანამდებობაზე ის ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ შეარჩია. ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
გრიგოლ დალაქიშვილი კურატორობას გაუწევს მერიის საბინაო სამსახურს, ბაგა-ბაღებს, აგრეთვე, სპორტულ და კულტურულ სახელოვნებო გაერთიანებებს. როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, მას საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს.
მერის მოადგილის შტატი ქუთაისის საკრებულომ, "საჯარო სამსახურის შესახებ კანონისა" და...
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური კაიროს დასახლებაში, გიორგი ლორთქიფანიძის ქუჩაზე, წყალარინების, საკანალიზაციო გარე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში, ახალი საკანალიზაციო ქსელი 9 კილომეტრზე მოეწყობა, რომლითაც სარგებლობას 600-მდე ოჯახი შეძლებს.
მერიის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 3 333 333 ლარია გამოყოფილი. წყალარინების მოწყობის პროექტი მერიას კომპანია GWP-მ გადასცა. პროექტს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით კომპანია "ენსისი" ახორციელებს.
წყალარინების მოწყობის პროექტი ნოემბერში დასრულდება.
წყარო: 1tv.ge
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გონიოში მცხოვრები 50 ოჯახის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მათთვის 2007 წელს საკუთრებაში გადაცემულ და 3 წლის შემდეგ ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთებს უკავშირდება.
10 წელია გონიოში მცხოვრები 270-ზე მეტი ოჯახი სამართლებრივ დავას აწარმოებს. ამჯერად, მოქალაქეები ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დასკვნის გაბათილებას ითხოვდნენ, რამაც მათ წართმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნების საშუალება ფაქტობრივად, არ მიეცათ. სასამართლომ ბათილად სცნო კომისიის დასკვნა და...
თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის უნივერსალური სისტემა დაინერგება - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
„ჩვენ სულ მალე გამოვაცხადებთ კონკურსს, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ მეტროს ბარათების მეშვეობით გადახდის უზრუნველყოფას, არამედ პლასტიკური ბარათებითაც იქნება გადახდა შესაძლებელი. სხვადასხვა ბანკის ბარათების გამოყენება იქნება შესაძლებელი, რაც ტურისტებისთვისაც და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ძალიან მოსახერხებელია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
როდიდან ამოქმედდება გადახდის ახალი სისტემა, მერი აცხადებს, რომ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































