გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ”ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა” და ”ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის” ეფექტურად განხორციელების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ საკოორდინაციო საბჭოს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ ანგარიში მოისმინა, ასევე განიხილეს პრობლემური საკითხები და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებაზე იმსჯელეს.
საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 17 ნოემბრის N-601 ბრძანებით ”ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა” და ”ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის” ეფექტურად განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ”.
შეხვედრას ნარჩენების მართვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.