საქართველოს მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა 14 მუნიციპალიტეტის გაერთიანების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი.
საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-10 მუხლის შესაბამისად, მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა წინადადება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად გორის მუნიციპალიტეტის; ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის; ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად მცხეთის მუნიციპალიტეტის; ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის; ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის; ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ახალციხის მუნიციპალიტეტის; ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ
იხილეთ საკანონმდებლო ინიციატივის სახით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტაცია:
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუნიციპალიტეტების გაერთიანების საჭიროების დასაბუთება
რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის სხდომის ოქმი
ქალაქ ამბროლაურისა და ამბროლაურის თემის მუნიციპალიტეტების საკრებულოების სხდომის ოქმები
ქალაქ ახალციხისა და ახალციხის თემის მუნიციპალიტეტების საკრებულოების სხდომის ოქმები
ქალაქ გორისა და გორის თემის მუნიციპალიტეტების საკრებულოების სხდომის ოქმები
ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტების საკრებულოების სხდომის ოქმები
ქალაქ თელავისა და თელავის თემის მუნიციპალიტეტების საკრებულოების სხდომის ოქმები
ქალაქ მცხეთისა და მცხეთის თემის მუნიციპალიტეტების საკრებულოების სხდომის ოქმები
ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტების საკრებულოების სხდომის ოქმები