დიდუბის რაიონში, ცისკარიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

676

თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობამ ცისკარიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.
“კონტრაქტორმა კომპანიამ 3700 კვ.მ ფართობზე დაზიანებული ასფალტის საფარი მოხსნა. ამ ეტაპზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყობა 300 მმ-იანი სანიაღვრე კოლექტორი, ჭები და ბეტონის ცხაურები. სამუშაოების დასრულების შემდგომ, ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამანქანო გზაზე ორფენიან ასფალტის საფარს დააგებს და საფეხმავლო ტროტუარებსა და ბორდიურებს მოაწესრიგებს”, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი