კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური კაიროს დასახლებაში, გიორგი ლორთქიფანიძის ქუჩაზე, წყალარინების, საკანალიზაციო გარე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში, ახალი საკანალიზაციო ქსელი 9 კილომეტრზე მოეწყობა, რომლითაც სარგებლობას 600-მდე ოჯახი შეძლებს.
მერიის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 3 333 333 ლარია გამოყოფილი. წყალარინების მოწყობის პროექტი მერიას კომპანია GWP-მ გადასცა. პროექტს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით კომპანია “ენსისი” ახორციელებს.
წყალარინების მოწყობის პროექტი ნოემბერში დასრულდება.
წყარო: 1tv.ge