ქუთაისს ავსტრიის ელჩი სტუმრობს

848

ქუთაისში, დღეს ავსტრიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, არად ბენკო ჩავიდა.
ავსტრიელი დიპლომატი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიიღო. ელჩმა სურვილი გამოთქვა ქართულ და ავსტრიულ უნივერსიტეტებს შორის დამეგობრება მოხდეს. ასევე, მოხდეს განათლების კუთხით გამოცდილებების გაზიარება. ამასთან, არად ბენკო ქუთაისის საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა.
ქუთაისის მერთან შეხვედრის შემდეგ, ავსტრიის ელჩი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნისვერსიტეტში მივიდა, სადაც ევროპულ ღირებულებების საკითხებზე სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია გამართა. ავსტრიის საელჩო საქართველოში ახლახანს გაიხსნა. დიპლომატი ქუთაისს პირველად ესტუმრა.

წყარო: ინტერპრერსნიუსი