თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროს თანამშრომლებს ისევე როგორც სხვა საჯარო უწყებებში დასაქმებულ ადამიანებს, ხელფასი 2023 წლიდან მოემატებათ. ასე უპასუხა მერმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის მოთხოვნას შეეხებოდა. კერძოდ, ისინი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულებისთვის ხელფასის 20%-ით ზრდას ითხოვენ. მიზეზად კი გაზრდილ ინფლაციას ასახელებენ. “ხელფასის ზრდა მომავალ წელს მოხდება და ის ყველა თანამშრომელს შეეხება. ამ საკითხზე ქვეყნის პრემიერმა...
თბილისის მერის კახა კალაძეს განცხადებით, ტაქსის რეფორმის III ეტაპზე ტაქსის ნებართვა ფასიანი ქაღალდი გახდება. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ეს ფასიანი ქაღალდი მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ. ამის შესახებ მერმა სატრანსპორტო რეფორმის წარდგენისას ისაუბრა. მისი თქმით, ნებართვით სარგებლობა იჯარის, გაგირავების და რეალიზაციის ფორმითაც იქნება შესაძლებელი. „ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე A კატეგორიის ტაქსების ნებართვა გახდება ფასიანი ქაღალდი, ამ კატეგორიის ტაქსი თეთრადაა შეღებილი, თავისი მანიშნებლით, A...
თელავში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური ამოქმედდება, - აღნიშნულ განცხადებას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის ამოქმედება. "თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის N11 დადგენილებით მგზავრობის საფასური განისაზღვრა 1 (ერთი) ლარით, ხოლო 50%-იანი შეღავათით სარგებლობის უფლება მიენიჭა შემდეგ კატეგორიას: პენსიონერები; იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები; შეზღუდული შესაძლებლობის...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წლების განმავლობაში ცუდმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მოქალაქეები აიძულა კერძო ავტომობილებზე გადასულიყვნენ. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, როცა თბილისის მაცხოვრებლები ნახავენ როგორი კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კერძო ავტომობილებზე უარს იტყვიან. “ადამიანებს ვერ გაამტყუნებ, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუბედურებული იყო. მას შემდეგ, რაც რეფორმა დაიწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი წესრიგდება და ამ ქალაქში მცხოვრებლებს იმის შესაძლებლობას მივცემთ და დავანახებთ, რომ საზოგადოებრივი...
დასახლებულ უბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფარვის არეალი 78%-დან 87%-მდე, ხოლო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობა 60%-ით, ჯამში, 84 060 ადგილამდე გაიზარდა. რაც შეეხება მოცდის დროს, ავტობუსების შემთხვევაში ის 28 წუთიდან 18 წუთამდე შემცირდა, ხოლო მეტროში 4-დან 2,5 წუთამდე. აღნიშნული მონაცემები დედაქალაქის მერმა დღეს, სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული მომდევნო ეტაპების პრეზენტაციაზე წარადგინა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ვითარების გაუმჯობესება 2018 წელს შემუშავებული სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის...
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, ფერმერებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი ხდება. შეღავათიანი აგროსესხით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატის (აგროდრონი) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის მეტეო სადგურის შეძენა. შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალების კომპონენტში, დაინტერესებულ ფერმერებს შეუძლიათ ისეთი აგროდრონების შეძენა, რომლებსაც ექნებათ შესხურების, ასევე აგრონომიული დანიშნულებით სკანირების ფუნქცია. სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი 20,000...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე კულტურის მხარდაჭერასა და ახალ სტაჟირების პროგრამაზე ისაუბრა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს პროგრამა ყველა ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას სამინისტროებში სტაჟირებით თეორიული და პრაქტიკული უნარები მიიღოს. „გრძელდება კულტურის მიზნობრივი მხარდაჭერა. ჩვენ არაერთი პროექტი და პროგრამა შევიმუშავეთ. ასევე, გავზარდეთ არსებული პროგრამების დაფინანსება. მომავალ წელს ბიუჯეტი იზრდება. ის 40%-ით მეტი იქნება ვიდრე 2022 წელს და 25 მლნ. ლარზე მეტს შეადგენს....
2023 წელს სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით 150 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და სპორტული ინფრასტრუქტურა ექვსივე მუნიციპალიტეტში აშენდება,-ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, განახლდება ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობა და შემდეგი ორი წლის განმავლობაში კი აღნიშნული პროექტები სრულად დასრულდება. „ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავგეგმეთ. ჩვენს ამოცანას წარმოადგენს, რომ ერთი მხრივ იყოს ხარისხიანი და...
თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, რატომ ჩანაცვლდა სლოგანი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ „მშვიდობის ქალაქით“. როგორც კალაძემ განაცხადა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ხალხის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული. „მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ქვეყანაში სიმშვიდე გვაქვს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და მოხდეს ეკონომიკური განვითარება“, -...
რიკოთის საუკუნის პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. გამორჩეულად დაწინაურებულია ხევი-უბისა და უბისა-შორაპნის მონაკვეთები, სადაც წლის ბოლოსთვის დაგეგმილი პროგრესი 87% და 83% გვექნება და შესაბამისად, დაახლოებით, 11კმ-დან 15კმ-მდე გზის მშენებლობის დასრულებას ვგეგმავთ, -ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის ყველა მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, მასშტაბურ პროექტებს სხვადასხვა ხასიათის გამოწვევები...
ქარელში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ქონების გაყიდვამ ქაოტური სახე მიიღო – ამბობს საკრებულოს წევრი პარტიიდან “საქართველოსთვის” ვასიკო ბაქრაძე. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ბაქრაძეს საკითხის დარეგულირება კომისიის შექმნით წარმოუდგენია, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს რომელი ქონება რა პირობით უნდა გასხვისდეს. ამ ინიციატივით დეპუტატმა საკრებულოს უკვე მიმართა. “კარგი იქნება, თუ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების დროს ხელშეკრულებაში ჩაიდება ისეთი პუნქტი, რაც მორგებული იქნება ეკონომოკის განვითარებაზე. მაგალითისთვის...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უწყებისა და მერიის მიერ დაფუძვნებული ა(ა)იპ-ების ბალანსზე არსებული 100 ავტომობილისთვის ნავიგაციის სისტემის მოსაწყობად, ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული მომსახურები შესასიდად მერიამ ბიუეტიდან 30 000 ლარი გაითვალისწინა. “ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული 100 (ასი) ერთეული ავტომანქანისათვის ნავიგაციისა და ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური სისტემის (GPS ან ეკვივალენტი) დამონტაჟება, მონიტორინგის მომსახურების განხორციელების მიზნით”, –...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო განათებების და აქსესუარების შესაძენად ორი ტენდერი გამოაცხადა, რომლის საერთო ღირებულება 209 200 ლარია. ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 30 ნოემბრიდან დაიწყება. გამარჯვებული კომპანია მუნიციპალიტეტის ცენტრალური ქუჩებისთვის ანგელოზებს, ფიფქებს, მანათობელ ბურთებს და ფარდებს შეიძენს. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე თვითმმართველობამ 2019 წელს 31 211 ლარად შეიძინა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 2022 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტში 5 საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი შეიქმნა. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მარშრუტები ახმეტის ტურიზმის განვითარებას, კულტურული და ბუნებრივი რესურსების ცნობადობის გაზრდას, ადგილობრივი ბიზნესის შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს. უწყებაში განმარტავენ, რომ 2023 წლიდან ტურისტული ბილიკები გამოყენებული იქნება, როგორც შიდა ტურიზმში, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის ტუროპერატორების მიერ. ტურისტული მარშრუტები: ზემო ხოდაშენი –...
ბოლო სამი წლის მანძილზე აჭარის ბიუჯეტი გასამმაგდა და ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან განმარტა, აღნიშნული ბიუჯეტით რეგიონის მცხოვრებელთათვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა დაიგეგმება. “მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე აჭარის ბიუჯეტი გასამმაგებულია და შეადგენს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დავგეგმოთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა...
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 30 ნოემბრის 00:00 სთ-დან 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 03:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ