ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, სამწუხარო იქნება თუ პრეზიდენტი თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
როგორც ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული კანონპროექტი დემოკრატიის ხარისხზე უარყოფითად არ იმოქმედებს.
"ძალიან სამწუხარო იქნება, თუ პრეზიდენტი დაადებს ამას ვეტოს. სამი მოსმენით გასულია და მიღებულია ეს კანონი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორად გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ. ბევრი კომენტარიც გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით. დემოკრატიის ხარისხი იოტისოდენითაც...
არასამთავრობო სექტორი პარლამენტის მიერ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტისგან ვეტოს გამოყენებას ითხოვს.
მათი შეფასებით, კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც 7 თვითმმართველი ქალაქის მუნიციპალურ თემებთან გაერთიანება მოხდა, პრეზიდენტმა ხელი არ უნდა მოაწეროს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს და მრჩეველს, ფიქრია ჩიხრაძეს ხვდებიან. კონსულტაციები სწორედ კანონპროექტზე ვეტოს დადებას ეხება.
”ჩვენ მოვისმენთ მათ არგუმენტებს, ჩამოვყალიბდებით შიგნით და თუ...
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობისთვის იბრძოლებს.
გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქის მერობისთვის შეუფერებელი კანდიდატურაა, საკრებულო კი ის ადგილია, სადაც უფრო ეფექტურად შეძლებს ამომრჩეველთა ინტერესების დაცვას.
"თავისუფალი საქართველო" ქუთაისის საკრებულოში ფრაქციის შესაქმნელად რამდენიმე დეპუტატის გაყვანას გეგმავს. გოგი წულაია, რომელიც პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება, მიიჩნევს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, წელს უფრო...
ქალაქ ზუგდიდში პარკირების მოსაწყობად გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. კომპანიამ საწყისი ფასის - 200 ათასი ლარის ნაცვლად, ჯამში 12 ათას 300 კვ.მ მოცულობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე შესაბამისი უფლება 203 ათას ლარად მიიღო. თუმცა სხვა დეტალები, თუ ვინ არის გამარჯვებული, ან სულ რამდენი კომპანია მონაწილეობდა აუქციონში, უცნობია. დოკუმენტაციაც გამარჯვებულზეც ჯერ არ ატვირთულა.
ქალაქ ზუგდიდის მერიაში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივითა და თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქს ივლისში 40 საზაფხულო ბაღი მოემსახურება.
ოჯახებს, რომლებიც ჯერ ვერ ახერხებენ შვილების თბილისიდან გაყვანას, შესაძლებლობა აქვთ მათ რაიონში მოქმედი საზაფხულო ბაღების მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ.
საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 3 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საზაფხულო ბაღების რეგისტრაცია, 19 ივნისს, 13.00 საათზე დაიწყო და 29 ივნისს დასრულდა. რეგისტრაცია ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის...
https://www.youtube.com/watch?v=s5SBTAsJr_I
ბორჯომში, ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ, გამყოლი კედლების რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. რეაბილიტაცია ქუჩის ორივე მხარეს უტარდება. ჯამში 2 კილომეტრამდე სიგრძის მონაკვეთი მოეწყობა. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი გაეცნო.
გამგებლის განმარტებით, აღმაშენებლის ქუჩაზე გამყოლი ბეტონის კედელი მოპირკეთებული იყო სხვადასხვა ფერის კერამიკული ფილებით, რომელიც წლების განმავლობაში დაზიანდა, ნაწილი კი მთლიანად ჩამოიჩალა.
„ამჟამად ტერიტორიაზე ძველი ფილების დემონტაჟი დასრულებულია. მიმდინარეობს კედლების გამაგრება და...
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად - გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
ლევან ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში „კასტელ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი იყო, მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში. დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება.
შეგახსენებთ, რომ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური მას...
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა. ამის შესახებ განცხადება ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს რუსთავის მერმა, გარდაბნის, წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის გამგებლებმა. მათი განცხადებით, თითოეული პროექტი მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად ხორციელდება.
როგორც რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ აღნიშნა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან...
ქუთაისის ბიუჯეტი 2 მილიონ ნახევრამდე ლარით გაიზარდა. რაც ოპოზიციამ მოახლოებულ არჩევნებს დაუკავშირა. ამ ბრალდებაზე ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ისაუბრა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
"ყველა კარგ ცვლილებას ოპოზიცია უკავშირებს არჩევნებს. შარსან იყო არჩევნები, წელს არის არჩევნები, მომავალ წელს არის არჩევნები, ანუ თითქმის ყოველ წელს და ჩვენ დავჯდეთ და არაფერი გავაკეთოთ? ეს ხომ აბსურდია. როცა ოპოზიცია ამბობს, რომ საარჩევნოდ აკეთებენ...
სოფელ კართუბნის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტს, რომლის ფარგლებშიც შენობის შიდა და გარე რემონტი, სახურავის გამოცვლა და ეზოს კეთილმოწყობა მოხდება, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „როიალ ბილდინგ ჯორჯია“ განახორციელებს. ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ მშვიდობიანის საბავშვო ბაღშიც, სადაც ათეულობით წელია შენობა დაზიანებულია და იქ სტიქიის შედეგად დაზარალებული მამუკელაშვილების ოჯახი ცხოვრობს. გამგებლის კახა ჯამბურიას თქმით,...
ჩუღურეთის რაიონს ახალი სტადიონი შეემატა. ხუდადოვის ქუჩა N 173-ში რაიონის გამგეობამ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი ააშენა. ინფორმაციას ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
დასრულებული სტადიონი თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნეს.
სპორტული მოედანი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია, შპს „პე-ბე“ - მ ააშენა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის პროგრამის (SUTIP) ფარგლებში საქართველოს გზების დეპარტამენტთან ერთად მდინარე რიონზე საავტომობილო ხიდის მშენებლობასა და ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაციას გეგმავს.
პირველადი პროექტის საჯარო განხილვა დღეს მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. პროექტის განხილვას ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც პროექტის წარდგენისას ითქვა, ახალი ხიდის მშენებლობა თბილისი-სენაკი-ფოთის მაგისტრალური გზის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება და მნიშვნელოვნად გაზრდის...
ნაციონალურმა მოძრაობამ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას წარუდგინა. თბილისის საკრებულოს წევრობისთვის ვაკიდან კოტე იოსელიანი იბრძოლებს.
ამომრჩევლებს კანდიდატი თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა და პარტიის სხვა ლიდერებმა წარუდგინეს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" საბურთალოს მოსახლეობას თბილისის მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი და რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატის მანდატისთვის საბურთალოდან „ნაციონალური მოძრაობის" სამი წევრი - მარიამ გერსამია, ნინო კვიტაიშვილი და დავით ლაგვილავა იბრძოლებენ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" გლდანში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ამ პარტიიდან გლდანში საკრებულოს წევრობისთვის მიშა კაკაურიძე და გოჩა კოკაია იბრძოლებენ.
მოსახლეობასთან ოფიციალურ წარდგენაზე მათ პირობა დადეს, რომ გლდანში არსებულ პრობლემებს მოაგვარებენ.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































