ჩუღურეთის რაიონს ახალი სტადიონი შეემატა. ხუდადოვის ქუჩა N 173-ში რაიონის გამგეობამ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი ააშენა. ინფორმაციას ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
დასრულებული სტადიონი თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნეს.
სპორტული მოედანი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია, შპს „პე-ბე“ – მ ააშენა.