გოგი წულაია ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობისათვის იბრძოლებს

859

პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობისთვის იბრძოლებს.
გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქის მერობისთვის შეუფერებელი კანდიდატურაა, საკრებულო კი ის ადგილია, სადაც უფრო ეფექტურად შეძლებს ამომრჩეველთა ინტერესების დაცვას.
“თავისუფალი საქართველო” ქუთაისის საკრებულოში ფრაქციის შესაქმნელად რამდენიმე დეპუტატის გაყვანას გეგმავს. გოგი წულაია, რომელიც პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება, მიიჩნევს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, წელს უფრო მაღალი რეიტინგი და შესაბამისად, გამარჯვების მეტი შანსი აქვს.

წყარო: ინტერპრესნიუსი