“ნაციონალურმა მოძრაობამ” გლდანში თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ამ პარტიიდან გლდანში საკრებულოს წევრობისთვის მიშა კაკაურიძე და გოჩა კოკაია იბრძოლებენ.
მოსახლეობასთან ოფიციალურ წარდგენაზე მათ პირობა დადეს, რომ გლდანში არსებულ პრობლემებს მოაგვარებენ.