ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი მიიღო. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას მერის მოადგილე იუზა უგულავა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე ესწრებოდნენ. EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ქალაქის მერთან ის პირობები განიხილა, რაც ქუთაისს მომავალში „მწვანე ქალაქის“ სტატუსს მიანიჭებს. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპირებენ ამ მხრივ გრანტების სახით კერძო სექტორში დასაქმებულ მცირე და საშუალო ბიზნესს...
გორში, პაპიტაშვილის ქუჩაზე გარეგანათების ქსელი მოეწყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, 480 მეტრიან მონაკვეთზე ელექტრობოძები და ლედ სანათები დამონტაჟდა. “გზის 480 მეტრიან მონაკვეთზე 15 ერთეული ელექტრობოძი და ლედ სანათები დამონტაჟდა. აღნიშნული ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე, არსებული ნათურები ახალი ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლდა”, – წერს სააგენტო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქ ახალციხეში, 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. „საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი 180 აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა ადაპტირებული ქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა. პროექტს ევროპის...
გორის მუნიციპალურ ტრანსპორტში ბილეთს დღეში საშუალოდ 4 000 მგზავრი იღებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. მაგალითისთვის, ოქტომბრის თვეში ტრანსპორტის სააგენტოში მგზავრთა მიერ გადახდილმა თანხამ 58 835 ლარი შეადგინა. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია, გამოდის, რომ ერთ თვეში მხოლოდ 117 670-მა მგზავრმა გადაიხადა მგზავრობის საფასური. ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშში წერია, რომ საშუალოდ ერთი მგზავრის გადაყვანის თვითღირებულებაა 1,99 ლარი. სააგენტოს ცნობით, ეს ინფორმაცია დათვლილია იმ...
პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევაზე ჯარიმები ორმაგდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარუდგინა. როგორც ინიციატორი განმარტავს, მოქმედი საჯარიმო სანქცია შემაკავებელ ეფექტს ვერ ქმნის. პროექტით, ჯარიმის ოდენობა ორმაგდება და პირველი დარღვევისათვის დგინდება 1000 ლარი (ნაცვლად 500 ლარისა), ხოლო განმეორებისთვის - 2000 ლარი (ნაცვლად 1000 ლარისა). ამასთან,...
თბილისში, EU4Culture საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, გაიმართება პრესკონფერენცია და 3 შერჩეული ქალაქის დაჯილდოების ცერემონია. ეს ქალაქები 30 000 ევროს ოდენობის გრანტს მიიღებენ კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა. მისი მიზანი ქალაქების დახმარებაა კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება. კონკურსში მონაწილეობა 70-მა ქალაქმა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან: საქართველო, აზერბაიჯანი,...
მგონი ეს ადამიანები თავის თავს დასცინიან - მაინც საუბრობენ რიგგარეშე არჩევნებზე და ეს აჩვენებს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან - სასაცილო აღარაფერი დარჩა, იმდენად სატირალია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის თაობაზე განაცხადა. ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მომდევნო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. „მგონი ეს ადამიანები თავის თავს დასცინიან, ჯერ ავიღეთ 48%, გაყალბებაზე ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. შემდეგ თქვეს,...
სენაკის მერიიდან გათავისუფლებულმა ეკონომიკური სამსახურის მეორე კატეგორიის ყოფილმა უფროსმა სპეციალისტმა, დალი ქაჩიბაიამ სასამართლო დავა მოიგო. მერიას დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება და მისი თანამდებობაზე აღდგენა, სადაც ამ დრომდე არავინ დაუნიშნავთ და ვაკანსიაა გამოცხადებული. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. დალი ქაჩიბაიას ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისი იცავდა. საქმე სენაკის სასამართლოს მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიამ განიხილა. ამბობს, რომ გამამართლებელ გადაწყვეტილებას ელოდა, რადგან მერიას არანაირი მტკიცებულებები არ...
თუ რაიმე ცვლილება ამოქმედდება, ბარიერის კუთხით, ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან, იგივე ეხება პროპორციულზე გადასვლასაც ანუ ცვლილებები რიგგარეშე არჩევნებზე არ გავრცელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი პოზიციაა, რომ ჩანაწერი „მომდევნო არჩევნები“, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტშია, ამოღებული იყოს. კობახიძე მიიჩნევს, რომ ამ პოზიციას გაიზიარებს მთელი უმრავლესობა. ამასთან, მისი თქმით, თუ საკონსტიტუციო...
სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანებაზე არსებული სანქციები იზრდება. ამასთან, ახალი სანქციებიც განისაზღვრება. ამასთან დაკავშირებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები უკვე პარლამენტშია, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. კერძოდ, მოქმედი ადმინისტრაციული კოდექსით, სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 40 ლარის ოდენობით. პროექტით ჯარიმა 100 ლარამდე იზრდება. ასევე კანონის მოქმედი რედაქციით, დაცული ტერიტორიების საზღვრებში მდელოების, მინდვრების, ველების, სათიბი ან...
არქეოლოგიური აღმოჩენა სოფელ გურჯაანში. წყლის სისტემის რეაბილიტაციის დროს, ქვემო წითელუბანში ბრინჯაოს ხანის სამარხი იქნა ნანახი, რომელიც 3000 წლის წინანდელია. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. ადგილი ძეგლთა დაცვის სპეციალისტებმა უკვე დაათვალიერეს. სამარხში აღმოჩენილია ბრინჯაოს სატევარი და 15 ცალი სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების თიხის ჭურჭელი.
ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ და საქართველოს მეკლდეურთა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მირზა ლიპარტელიანმა ქალაქში ის ადგილები დაათვალიერეს, სადაც ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება საცოცი კედლების მოწყობა. ამის შესახებ ინფო იმერეთი წერს. მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქუთაისში ორი ადგილია შერჩეული: აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში მოეწყობა მეკლდეურთათვის სავარჯიშო კედელი, ხოლო მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში თანამედროვე სტანდარტების საცოცი კედელი, რომელიც საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლებს. “ქუთაისს აქვს ალპინიზმის...
მთავრობის სხდომაზე, „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატისა“ და „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის“ UNESCO-ს პროგრამის „ადამიანი და ბიოსფერო“ სამდივნოში ნომინაციის განკარგულების პროექტი მოიწონეს. საქართველოს მთავრობის სახელით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო UNESCO-ს სამდივნოში ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის“ და დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის“ ნომინაციისთვის საჭირო დოკუმენტაციას წარადგენს. ბიოსფერული რეზერვატის დაარსებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეიქმნება პირველი სამოდელო რეგიონი, რომელიც უზრუნველყოფს...
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა, ავტომობილის მძღოლებს პრობლემებს უქმნის. ამის შესახებ ინფო იმერეთი წერს. საავტომობილო გზა, შესაბამისმა სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ ამოთხარეს, ამის შემდეგ კი ორმო ქვა-ღორღით ამოავსეს და მისი ასფალტით მოპირკეთება ამ დრომდე არ მომხდარა. ადგილობრივების განმარტებით, დაზიანებული ასფალტის საფარი საავარიო სიტუაციებსაც ქმნის. “კაბინეტში რომ ზის, ვინმემ უთხრას გამოიხედოს გარეთ. ეს ასფალტი, რომ ამოჩიჩქნეს ღორებივით, მოასფალტება აღარ უნდოდა?” – აცხადებს...
მაშინ, როცა დედაქალაქში ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო, ქუთაისის მერიაში ჯერ კიდევ არ იციან რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ქალაქში ახალი წლის დღეებში. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.  უცნობია თანხის რაოდენობაც, რაც სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის უნდა დაიხარჯოს. ქუთაისიპოსტი გასული კვირიდან ცდილობს ინფორმაციის მიღებას ახალ წელთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის გეგმების შესახებ, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ არსებობს. მერიას სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის არც ტენდერი გამოუცხადებია.   დაგვიანებით დაიწყო საახალწლო...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში გაზრდილი ხელფასები, რამდენიმე დღეა, განხლხილვის საგნად იქცა. წინა მოწვევის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი უკვე დაამტკიცა, სადაც ხელფასების მატება ასახულია. speqtri.ge- სთან განმარტება საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ნატო გონგაძემ გააკეთა. "არსებობს კანონი საჯარო მოხელეების ხელფასის ანაზღაურების შესახებ. ყველა საჯარო მოხელეს აქვს კონკრეტული კოეფიციენტი. თუკი ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, შესაძლოა, მოხდეს ხელფასის მატება. რომელი შკალით შეუძლიათ ხელფასის მატება,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ