წყლის სისტემის რეაბილიტაციის დროს, გურჯაანის სოფელ ქვემო წითელუბანში ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს

382

არქეოლოგიური აღმოჩენა სოფელ გურჯაანში. წყლის სისტემის რეაბილიტაციის დროს, ქვემო წითელუბანში ბრინჯაოს ხანის სამარხი იქნა ნანახი, რომელიც 3000 წლის წინანდელია. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

ადგილი ძეგლთა დაცვის სპეციალისტებმა უკვე დაათვალიერეს. სამარხში აღმოჩენილია ბრინჯაოს სატევარი და 15 ცალი სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების თიხის ჭურჭელი.