ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე არსებული ორმო მძღოლებს პრობლემებს უქმნის

379

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა, ავტომობილის მძღოლებს პრობლემებს უქმნის. ამის შესახებ ინფო იმერეთი წერს.

საავტომობილო გზა, შესაბამისმა სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ ამოთხარეს, ამის შემდეგ კი ორმო ქვა-ღორღით ამოავსეს და მისი ასფალტით მოპირკეთება ამ დრომდე არ მომხდარა.

ადგილობრივების განმარტებით, დაზიანებული ასფალტის საფარი საავარიო სიტუაციებსაც ქმნის.

“კაბინეტში რომ ზის, ვინმემ უთხრას გამოიხედოს გარეთ. ეს ასფალტი, რომ ამოჩიჩქნეს ღორებივით, მოასფალტება აღარ უნდოდა?” – აცხადებს ადგილობრივი ნენე კაპანაძე.

ქუთაისში გამსახურდიას ქუჩა არ არის ერთადერთი, სადაც მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურაზე წუხს.