ვის რამდენი ლარით გაეზარდა ხელფასი გურჯაანის მერიასა და საკრებულოში

3338

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში გაზრდილი ხელფასები, რამდენიმე დღეა, განხლხილვის საგნად იქცა. წინა მოწვევის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი უკვე დაამტკიცა, სადაც ხელფასების მატება ასახულია. speqtri.ge- სთან განმარტება საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ნატო გონგაძემ გააკეთა.

“არსებობს კანონი საჯარო მოხელეების ხელფასის ანაზღაურების შესახებ. ყველა საჯარო მოხელეს აქვს კონკრეტული კოეფიციენტი. თუკი ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, შესაძლოა, მოხდეს ხელფასის მატება. რომელი შკალით შეუძლიათ ხელფასის მატება, ესეც აღნიშნულია.

საბაზისო ხელფასი არის 1000 ლარი. ახლა ეს 1000 ლარი გაიზარდა და გახდა 1100 ლარი. თუ მერიაში დასაქმებულ მოხელეს მინიჭებული ჰქონდა კოეფიციენტი 1.3, ხელფასი ითვლებოდა შემდეგნაირად. ეს კოეფიციენტი მრავლდებოდა 1000 ლარზე, ახლა.კი 1100-ზე გამრავლდება და იქნება არა 1300, არამედ 1450 ლარი.

გურჯაანი კახეთში ყველაზე მუშა მუნიციპალიტეტია, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და ყველაზე დაბალი ანაზღაურება ჩვენთან არის, -” ამბობს გონგაძე.

2022 წლიდან მერის დარიცხული ხელფასი 5000 ლარი იქნება და ხელზე 4000ლარს აიღებს, აქამდე 2650 ლარით განისაზღვრებოდა. საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი კი – 4500 ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, მათი დარიცხული ხელფასი 3500 ლარი იქნება.

ხელფასები საქართველოს მასშტაბით მომდევნო წლიდან საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს გაეზრდება.