ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მალხაზ ჭეჟია, ინგირში ასფალტ-ბეტონის ქარხნის ფუნქციონირების გაგრძელებას გარკვეული პირობების დაცვით ითხოვს. ამის შესახებ მან დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. დეპუტატის თქმით, ქარხანაში დასაქმებულთა უმრავლესობას იცნობს და არც მას და არც ადგილობრივებს მათი უმუშევრად დატოვება არ სურთ, თუმცა არც მოთხოვნების იგნორირება შეიძლება. მალხაზ ჭეჟია ამბობს, რომ პირველ რიგში აუცილებელია შენობის გადაიარაღება მოხდეს, რაც გულისხმობს გამწმენდი ფილტრების დამონტაჟებას. საკრებულოს წევრის...
წინამდებარე ანგარიში მომზადებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო დელეგაციის მიერ. დელეგაციის მიზანია: ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასება; ზოგადი პოლიტიკური გარემოს ანალიზი; იმ ფაქტორების შესწავლა, რომელსაც საარჩევნო  პროცესის  კეთილსინდისიერად  წარმართვაზე  გავლენის  მოხდენა შეუძლია და რეკომენდაციების გაცემა, რომელიც მშვიდობიანი, სანდო არჩევნებისა და პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით წარმოებულ დიალოგსა და კონსენსუსის მიღწევას ემსახურება. NDI გრძელვადიან დამკვირვებელთა ჯგუფებს აგვისტოში...
ბოლო ერთი წლის განმვალობაში (2016 წლის მაისიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით) გორის მერიის არქიტექტურის განყოფილებამ 91 ობიექტის მშენებლობის ნებართვა გასცა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის ადმინისტრაციიდან აცნობეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ჯამში, სანებართვო მოსაკრებელმა დაახლოებთ 75 ათასი ლარი შეადგინა. არქიტექტურის განყოფილების უფროსმა ზურაბ ჯალაღანიამ სპეციალური ანგარიში საკრებულოს უკვე წარუდგინა. მისი განცხადებით, მითითებულ პერიოდში, მომზადებული იქნა 5 არსებული სახელმწიფო ობიექტის რეაბილიტაციისა და...
ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქსენოფობიური, ეთნო-ნაციონალისტური, ჰომოფობიური და ულტრა-კონსერვატიული რიტორიკა შეინიშნება, რაც მტრულ საარჩევნო გარემოს აღვივებს, - ამის შესახებ NDI-ს წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 14 ივლისს, დელეგაციის ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, 2000-ზე მეტმა ადამიანმა, თბილისის ცენტრში, იმიგრაციის წინააღმდეგ გამოსვლა - “ქართველთა მარში” - გამართა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ”ქართული ოცნების” ყოფილმა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ასევე ამჟამინდელმა პარლამენტის წევრმა...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევთან, მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ხიდი გაიხსნა. კასპიცემენტის სატვირთო მანქანებმა კარიერიდან ქარხნამდე მოძრაობა ამ ხიდზე გავლით განაახლეს. კაპიტალური რემონტი შპს ,,მამისონმა'' აწარმოა. სამუშაოები მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ექსპლუატაციაში ერთი თვის დაგვიანებით მიიღეს. დაზიანებული ხიდი საფრთხეს მძიმე წონის, კერძოდ, (კასპიცემენტის ქარხანასა და კარიერს შორის) მოძრავ მანქანებს უქმნიდა. თაღოვანი ხიდი გასული საუკუნის 40-იან წლებშია აგებული და, მას შემდეგ, მისი სრული რეაბილიტაცია არ მომხდარა. საავტომობილო...
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოს ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს. "ამჟამად საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობა 12 თვითმმართველი ქალაქის და 59 თვითმმართველი თემისგან შედგება. თითოეული თვითმმართველი ერთეული ირჩევს საკრებულოსა და ადგილობრივ აღმასრულებელს. 2017 წლის ივნისში, ადგილობრივ არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, ხელისუფლებამ ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში ცვლილებები წარადგინა. სხვა ცვლილებებთან ერთად, აღნიშნული ცვლილებები 12 თვითმმართველი...
ქუთაისის  ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი აქციის მონაწილეებს  შეხვდა. მოქალაქეები  მერიისგან თავისუფლების ქუჩის რეაბილიტაციას მოითხოვენ. მათი თქმით, მაცხოვრებლებს მტვერის და ნაგვის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. „ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გაგვირთულდა, ალერგიების და დაავადებების კერა  წამოვიდა ბავშვებში, მოზრდილებში. ძალიან ცუდი სიტუაცია. ორი წელია ქუჩა წყლის გამო აიყარა,  რამდენიმე თვის წინ დასრულდა სამუშაოები, მაგრამ გზას ისევ არ გვიკეთებენ“,-აცხადებს აქციის მონაწილე ციცინო გორგიძე. აქციაზე ასევე იმყოფებოდა თავისუფლების ქუჩის...
ქუთაისში მინიმოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, წელს 32 მოედანი მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ,,გლობალ სტანდარტ მშენი" და ,,თეგიკა უნივერსალი" ასრულებენ. სულ სპორტული მოედნების რეაბილიტაცია 950 000 ლარი ჯდება. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და სრულად წლის ბოლოსთვის დასრულდება. სამუშაოებს ზედამხედველობას ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური უწევს. წყარო: ნიუპრესი
საკონსტიტუციო რეფორმას კონსენსუსის მიღწევისთვის საჭირო შესაძლებლობა უნდა შეექმნა. ნაცვლად ამისა, არსებული მონახაზი პოლარიზების გამომწვევი დოკუმენტი გახდა, რომლის ერთ მხარესაც „ქართული ოცნებაა“, ხოლო მეორე მხარეს ყველა ოპოზიციური პარტია და საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი. დელეგაციის შეფასებით, კონსტიტუცია, რომელსაც აკლია ყველა ოპოზიციური ძალის, პრეზიდენტის, ბევრი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციისა და გარკვეული დებულებების...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშს სახელი გადაერქვა. დღეიდან ის ძველი სახელწოდებით - ალერტკარად იწოდება. საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავას განცხადებით, სოფლის მოსახლეობამ მიმართა მათ შესაბამისი წერილით. „სამთავრობო კომისიამ მიიღო დადგენილება. ჩვენ მოვიყვანეთ შესაბამისობაში. ალერტკარი არის ძველი ქრისტიანული სალოცავი, ხატი და ამიტომ მოსახლეობას უნდოდა ეს სახელი რქმეოდა“, - განმარტა საკრებულოს თავმჯდომარემ. მისი თქმით, ცვლილება ადგილობრივების 70%-ის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა. ალერტკარი უბანს თავის დროზე ცენტრში არსებული...
მოსახლეობა იმედგაცრუებულია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მათი მოლოდინები ვერ გამართლდა, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი. "მომავალ არჩევნებს ეროვნულ დონეზე პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. თბილისის მერის არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არაა მნიშვნელოვანი. დედაქალაქის მერი ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მმართველ ძალას, ოპოზიციას და დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის გამართული არჩევნების შედეგებმა შესაძლოა, ძალთა ბალანსზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. საქართველოს...
ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პირველი, რაც დადგება დღის წესრიგში, იქნება თბილისის იპოდრომის გამოსყიდვის ინიციატივა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, იპოდრომის ტერიტორია ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიას. "ეს არის იპოდრომის ტერიტორია, უფრო ზუსტად კი, რაც დარჩა თბილისის იპიდრომისგან. ეკოლოგები ამ ადგილს ყოველთვის უწოდებდნენ, როგორც თბილისის ფილტვებს. დღეს ეს ტეროტორია...
საქართველოს დემოკრატიული გზის კრიტიკულ გასაყარზე, 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებს, რომლის ზუსტი თარიღი ჯერ არ არის დადგენილი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი. დელეგაციის შეფასებით, ეს არჩევნები საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, უპასუხოს ძირეულ საარჩევნო გამოწვევებს. "რადგან საქართველო სამართლიანად ამაყობს თავისი დემოკრატიული და ევროპული არჩევნით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ სრულად გაითვალისწინოს წარსულში გაცემული რეკომენდაციები. საქართველოს აქვს...
2018 წლიდან ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, სათესლე და სანერგე მასალაზე ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღების მიზანი ჯიშური და გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნება, ფერმერისთვის გენეტიკურად სუფთა სათესლე მასალის მიწოდება და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების გარანტიაა. ამავე დროს სერტიფიცირებული სისტემის შემოღება ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან დაიცავს. ჯიშთა გამოცდის 10 სადგურიდან ერთ-ერთი ახალქალაქში მდებარეობს, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა გიორგი ჩხეიძემ და...
ბორჯომში, ახალი საპილოტე პროექტის “სამოქალაქო ბიუჯეტის” განხორციელების ახალი ეტაპი იწყება. ბორჯომის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის თქმით, პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გუშინ დასრულდა, დღეიდან კი მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების განხილვა მუნიციპალიტეტის შენობაში შესაბამის სამსახურებთან ერთად მოხდება. „თვის ბოლომდე კონკრეტული დასახლებიდან ავტორები წამოადგენენ საკუთარ წინადადებებს განსახორციელებელი პროექტების შესახებ. მათგან ყველაზე პრიორიტეტული პროექტები აირჩევა. მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მათ საჭირო რეკომენდაციებს მიაწვდიან. აღნიშნული ეტაპის შემდეგ, აგვისტოს...
პრეზიდენტის მიერ კანონპროექტებზე ვეტოს დადება ჩვეულებად იქცა, რაც ვეტოს ინსტიტუტის გაუფასურებას იწვევს, - ამის შესახებ  ”ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაეცნობა და თუ მათ არ გაიზიარებს, ვეტოს დაძლევს. ამასთან, კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები არ მოსწონს არც ოპოზიციას და არც არასამთავრობო სექტორს, წილოსანმა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ