ქუთაისში 32 მინიმოედანი მოეწყობა

655

ქუთაისში მინიმოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, წელს 32 მოედანი მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ,,გლობალ სტანდარტ მშენი” და ,,თეგიკა უნივერსალი” ასრულებენ. სულ სპორტული მოედნების რეაბილიტაცია 950 000 ლარი ჯდება.

სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და სრულად წლის ბოლოსთვის დასრულდება.
სამუშაოებს ზედამხედველობას ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური უწევს.

წყარო: ნიუპრესი