საქართველოს პარლამენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტო დაძლია. საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გააცნო. პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას დოლიძე და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში შესატან ცვლილებებს ვეტო 20 ივლისს დაადო. პრეზიდენტის აზრით, როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში. რაც...
თვითმმართველობის კოდექსზე მოტივირებული შენიშვნების განხილვა პარლამენტში (სრული ჩანაწერი). პრეზიდენტმა ვეტო "თვითმმართველობის კოდექსში" შემავალ ცვლილებებს შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასა და მათ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ ვეტო 20 ივლისს დაადო. https://www.youtube.com/watch?v=CFsxOou2BxI&feature=youtu.be
ეს შესაძლოა გახდეს საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველი, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მისთვის სხდომაზე გამოსვლისას ხელის შეშლის გამო. დოლიძის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ მას კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალა, რაც აღარ არის ეთიკის საკითხი და არის კონსტიტუციური უფლებამოსილების შეზღუდვისა და მასში უხეშად ჩარევის საკითხი. ანა დოლიძის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შორის კვლავ ცხარე კამათი...
პარლამენტში ვეტოს წარდგენა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა. საპარლამენტო მდივანი არის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, საპარლამენტო მდივნისთვის საუბრის შეწყვეტა არაერთგზის, მისთვის ხელის შეშლა, რომ მან წარადგინოს მოტივირებული შენიშვნები, ეს უკვე აღარ არის ზრდილობის საკითხი, არც ეთიკის საკითხი და არც იურიდიული საკითხი, ეს არის ჩვენი კონსტიტუციით დაწესებული ხელისუფლებათა დანაწილებაზე იერიშის მიტანა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ...
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლების, ისევე, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, საქმიანობას მოსახლეობა საშუალოდ აფასებს. ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობას დადებითად აფასებს 10%, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას - 16%. გამოკითხულთა 52% ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას საშუალოდ, ხოლო 28% უარყოფითად აფასებს. უმრავლესობა ფიქრობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში პროფესიონალიზმის ნაკლებობაა (58%). მოსახლეობის დიდი ნაწილი, ასევე, მიიჩნევს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებებს ნეპოტიზმის (46%) და კორუფციის (35%) პრობლემები აქვთ. ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად არის...
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, დიდ და პატარა ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობას, ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის პრობლემებიდან, ყველაზე მეტად გზების, კანალიზაციის, უსახლკარო ცხოველებისა და გარემოს დაბინძურების პრობლემები აწუხებს. კითხვაზე, "რა არის კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს ქალაქს/სოფელს აწუხებს?" დიდი ქალაქების - ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის, ფოთის, გორისა და ქუთაისის მოსახლეობის 35%-მა უპასუხა, რომ უმთავრესი პრობლემა გზება, 24%-სთვის მთავარი პრობლემა გარემოს დაბინძურებაა, ხოლო...
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ დმანისში ორი ახალი სკვერი გახსნეს. „პროექტის ფარგლებში სკვერებში მოეწყო სკამები, დეკორატიული ბაზალტის ბილიკები, საბავშვო მოედანი ატრაქციონებით, ,,სკეიტბორდის” მოედანი, სასმელი წყლის სოკო, ბასეინი საშხეფი ონკანებით, სავარჯიშო ტურნიკები. მინი სტადიონზე საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები მოეწყო. სკვერები შემოღობილია დეკორატიული ქვის ღობით და ნაწილობრივ კუთხოვანებში ჩასმული მავთულბადით.”- აცხადებენ დმანისის მუნიციპალიტეტში. წყარო: ტელეგრაფი
არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე იმსჯელეს დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო), შინაგან საქმეთა სამინისტროს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა. სამუშაო შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. მხარეებმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციისა და შსს-ს თანამშრომლებისთვის სასწავლო პროექტის,...
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას, მაშინ, როდესაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე შემაჯამებელი სიტყვით გამოდიოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ მას სიტყვა გააწყვეტინა და მოუწოდა, რომ დოლიძეს პოლიტიკური განცხადებები არ გაეკეთებინა, ვინაიდან ის არის საჯარო მოსამსახურე და არ აქვს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება. კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია დოლიძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შეფასებას. "პოლიტიკური პასუხები პრეზიდენტის პრეროგატივაა, თქვენ არ ხართ პოლიტიკური თანამდებობის პირი", - უთხრა...
"ჩვენი თვითმიზანი არ არის ვეტოს დაძლევა. მე კომიტეტებს ვთხოვე, რომ მთელი ყურადღებით გაცნობოდნენ შენიშვნებს და წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსს. მე პირადად გავეცანი იმ დოკუმენტის შინაარსს, რომელიც წარმოადგინეს საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან,"-განაცხადა საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. რომელმაც საპარლამენტო ტრიბუნაზე გამოსვლისას სათითაოდ განიხილა პრეზიდენტის შენიშვნები თვითმმართველობის კანონპროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით დაინტერესებულია ამ საკითხით რადგან, პოლიტიკაში მოსვლამდე თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი იყო. "ჩემი...
დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას გვირაბის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. https://www.youtube.com/watch?v=gYpKjzd0Yvw&feature=youtu.be უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აშენდება 2 კილომეტრამდე  სიგრძის გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5 მ იქნება.  პროექტის  ღირებულება  47 000 000  ლარზე მეტია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. "დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენიმეჯერ...
https://www.youtube.com/watch?v=jwigpZFgtPo სოფლად მცხოვრებლებს ქალაქ გორისა და თვითმმართველი თემის - გორის გაერთიანების შესახებ ინფორმაცია ნაკლები, ან საერთოდ არა აქვთ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ვარიანის თემში შემავალ სოფლებში განუცხადეს. მათი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მათთვის აზრი არავის უკითხავს. გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ მისი მშობლიური სოფლის, ვარიანელებისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ისინი გორთან გაერთიანებული იქნებიან თუ არა. ისინი თავს მაინც...
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებთან - ქვეშსა და ქვემო არცევთან არსებული სასმელი წყლის სატუმბი ჭაბურღილი უახლოეს პერიოდში ექსპლუატაციაში შევა. მშენებარე ჭაბურღილი საქართველოს პარლამენტის წევრმა, გორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ხუბულურმა დაათვალიერა. "2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გორის რაიონში სხვა პრობლემებთან ერთად სასმელი წყლის პრობლემაც დღის წესრიგში დადგა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეტაპობრივად დაიწყო აღნიშნული სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროცესი. ახალი ჭაბურღილის ამოქმედების...
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, გრანელის ქუჩაზე, გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ქუჩაზე მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში დაზიანებული გზების, ეზოების საფარის რეაბილიტაცია და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდიმარეობს სუმგაითელ მეტალურგების, კონსტიტუციის, რუსთაველისა და ასლანიკაშვილის ქუჩებზე. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს ,,გზატკეცილი +“ ახორციელებს. პროექტებისათვის თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.
ტყუილია, თითქოს მმართველი პარტია რაღაც უპირატესობას იმკვიდრებს საარჩევნო კომისიაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, "თვითმმართველობის კოდექსში" შესატანი ცვლილებები მხოლოდ თვითმმართველობის გაძლიერებას ემსახურება. "რაც შეეხება კანონმდებლობას, რომელსაც დღეს განვიხილავთ. ამ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ის არის, რომ საზოგადოება თქვენ შეგყავდათ შეცდომაში, როდესაც უთხარით, რომ ამ ცვლილებებით თითქოს მმართველი პარტია რაღაც უპირატესობას იმკვიდრებს საარჩევნო კომისიაში. ეს...
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის როგორც ძირითად, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს, ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელონ. პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შესახებ და თანმდევ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს საკითხზე მსჯელობს. ასევე განხილვის საგანია პრეზიდენტის ვეტო ”საარჩევნო კოდექში” ცვლილებების პროექტზე, რომლითაც საკრებულოებში...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ