“ეს შესაძლოა გახდეს საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველი” – მორიგი დაპირისპირება კობახიძე-დოლიძეს შორის

809

ეს შესაძლოა გახდეს საკონსტიტუციო სარჩელის საფუძველი, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მისთვის სხდომაზე გამოსვლისას ხელის შეშლის გამო.

დოლიძის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ მას კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალა, რაც აღარ არის ეთიკის საკითხი და არის კონსტიტუციური უფლებამოსილების შეზღუდვისა და მასში უხეშად ჩარევის საკითხი.

ანა დოლიძის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შორის კვლავ ცხარე კამათი გაიმართა.

მანამდე, მათ შორის დაპირისპირება “თვითმმართველობის კოდექსში” შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას დაიწყო.