“ჩვენი თვითმიზანი არ არის ვეტოს დაძლევა. მე კომიტეტებს ვთხოვე, რომ მთელი ყურადღებით გაცნობოდნენ შენიშვნებს და წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსს. მე პირადად გავეცანი იმ დოკუმენტის შინაარსს, რომელიც წარმოადგინეს საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან,”-განაცხადა საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. რომელმაც საპარლამენტო ტრიბუნაზე გამოსვლისას სათითაოდ განიხილა პრეზიდენტის შენიშვნები თვითმმართველობის კანონპროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით დაინტერესებულია ამ საკითხით რადგან, პოლიტიკაში მოსვლამდე თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი იყო.
“ჩემი დაინტერესება იყო ამ შემთხვევაში განსაკუთრებული გამომდინარე იქედან, რომ 2014 წელსაც ვიყავი ჩართული ამ პროცესებში, რომელიც თვითმმართველი ერთეულების გაყოფასთან იყო დაკავშირებული და დღესაც ვარ უშუალოდ ჩართული თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებაში.
გარდა ამისა ვიდრე პოლიტიკაში დავიწყებდი მოღვაწეობას, მანამდე ვიყავი ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში. შესაბამისად მაქვს გარკვეული ცოდნა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით,”-განაცხადა კობახიძემ.
წყარო: აიპრესი