აჭარის მთავრობის თავმჯომარე ზურაბ პატარაძე მუნიციპალიტეტის გამგებელთან, აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელძმღვანელთან და მაჟორიტარებთან ერთად სოფელ საჩინოს მოსახლეობას შეხვდა.
რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობას დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით, საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და წყალსადენი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი გრძელვადიანია და ეტაპობრივად ხორციელდება. პროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო და 2018...
https://www.youtube.com/watch?v=xJWYiYYDoUQ&feature=youtu.be
ცეცხლაური - ჯიხანჯურის დამაკავშირებელი გზის კეთილმოწყობა სრულდება. გზის 3 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარს აგებენ.
პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო საყრდენი კედელი და ბეტონის სანიაღვრე არხები. პარალელურად ამავე მიმართულებით მიმდინარეობს ცენტრალური გაზსადენი მილების გაყვანაც.
წყარო: აჭარის ტელევიზია
ქალაქ ახალციხის რვავე საბავშვო ბაღში ორშაბათიდან საზაფხულო არდადეგები იწყება. ბაღებში სწავლა 4 სექტემბრამდე შეწყდება.
ახალციხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ნანა ბერიძის თქმით, წელს ქალაქის რვა ბაღში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 300–მა ბავშვმა დაამთავრა. ახალი სასწავლო წლიდან ბაღები ისევ 300–მდე ბავშვს მიიღებენ, ზუსტი რაოდენობა სექტემბრის ბოლოს გაირკვევა.
„არის შემთხვევები, როცა ბავშვები არ ჩერდებიან და ვერ ეგუებიან ბაღს, ამიტომ მიყავთ მშობლებს. ზუსტად რამდენი აღსაზრდელი გევყოლება,...
https://www.youtube.com/watch?v=iSX1LQ-M4RE&feature=youtu.be
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელ კანდიდატებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს, - ამის შესახებ საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„საიამ წინასაარჩევნო მონიტორინგის განხორციელება დაიწყო და ამჯერად სიახლე არის ის, რომ ჩვენ დამოუკიდებელ კანდიდატებს გავუწევთ იურიდიულ კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ასევე, გავუწიოთ საადვოკატო მომსახურებაც.
ორგანიზაცია დააკვირდება არჩევნების დღის პროცედურას, არჩევნების შემდეგ არსებულ...
ავტორი: თენგიზ შერგელაშვილი
საქართველოში დეცენტრალიზაციის პროცესის და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ერთგვარ აქილევსის ქუსლად იქცა ფისკალური დეცენტრალაიზაცია. ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება კი, მისი ფუნქციების შესაბამისი დამოუკიდებელი ფინანსური რესურსებისა და მთლიანად ქვეყანაში მუნიციპალიტეტების ფინანსური გათანაბრების ეფექტიანი პოლიტიკის გარეშე, ძნელად წარმოსადგენია.
ნაციონალური მოძრაობის პერიოდში, ფისკალური დეცენტრალიზაციის ნაცვლად, პირიქით, ფინანსურ სფეროშიც მკაფიო ცენტრალიზაციის ტენდენცია იყო. ამის საილუსტრაციოდ შემდეგიც საკმარისია: 2007-2008 წლამდე მუნიციპალიტეტები ფლობდნენ ისეთი მნიშვნელოვანი შემოსავლის...
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრება.
დოკუმენტის დეტალებს კი დამსწრე საზოგადოებას, გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები აცნობენ.
პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია მოეწყობა, სადაც შეკრებილი საზოგადოება თბილისის მერიისა და გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებებსა და წინადადებებს გააცნობენ.
თბილისის მერის დავით ნარმანიას გამცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად გარემოსდაცვით და...
თბილისში, წელს 13 000-მა ოჯახმა ისარგებლა საზაფხულო ბაგა-ბაღების გაუმჯობესებული პროგრამით, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რომელიც საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლია ჯახველაძესთან ერთად, სამგორის რაიონში მდებარე N128 საზაფხულო ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, საზაფხულო ბაგა-ბაღების პროგრამის გაუმჯობესებული სერვისით წელს უკვე უპრეცედენტოდ დიდმა რაოდენობამ - 13 000 ოჯახმა...
ჩუღურეთის რაიონში, უფლისციხისა და მიჩურინის ქუჩებზე, ასევე მიჩურინის შესახვევში, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაზიანებული გზის საფარის მოხსნის შემდეგ მოეწყო ბორდიურები და 2500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „სკინჩი“ აწარმოებს. ჩუღურეთის რაიონში, მიმდინარე წელს, ასფალტის საფარი და ქვაფენილი 18 ქუჩაზე დაიგო.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) დაფინანსებული პროექტის - „ადამიანის უფლებების დაცვა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა საქართველოში“ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, კონსორციუმი ,,სამართლებრივი დახმარება საქართველოს" თავმჯდომარე დიმიტრი ზვიადაძემ და ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვების" ხელმძღვანელმა თამარ გოლუბიანმა მოაწერეს.
მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოში ამერიკის შეერთებული...
https://www.youtube.com/watch?v=rZDcHX6dF24&feature=youtu.be
სოფელ მრგვალი ჭალაში თემურ შერმადინის მიწის ნაკვეთში ოთხი მხრიდან მიმავალი ნიაღვარი, ჯერ, ცენტრალურ სადრენაჟო სისტემაში იკრიბება, შემდეგ მიწის ნაკვეთში შედის.
გრაკლიანი გორას ფერდობებიდან, ავტობანიდან, სამთავისიდან და, საკუთრივ, იგოეთი-კასპის შიდა სარაიონოთაშორისო გზიდან დაშვებულ წყლის მასას გასავალი კერძო ბაღებისკენ აქვს.
ამის გამო, ბაღში ხეხილი განადგურდა, ხოლო ნიადაგი გამოუსადეგარი გახდა. ყოველ მომდევნო წვიმის დროს, წყალი ამჯერად მეზობელი სახლებისკენ და ნაკვეთებისკენ მიემართება.
თემურ შერმადინი ამბობს, რომ...
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დავით გარეჯში სამონასტრო კომპლექსისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაასრულა.
პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1, 5 მლნ ლარს აჭარბებს.
პროექტი სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადების მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, წყლის, კანალიზაციისა და ელექტრომომარაგების ქსელის, ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის მოწყობას ითვალისწინებდა. პროექტის ფარგლებში, ასევე, განხორციელდა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
პროექტის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს კულტურული...
ბორჯომში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის და თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, შენობაში გათვალისწინებულია როგორც შიდა ინტერიერის განახლების, ასევე გარე ფასადის სამუშაოები.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, შენობის იერსახე მთლიანად შეიცვლება და ის თანამედროვე სტილში კლასიკური ელემენტების გამოყენებით მოეწყობა.
„ამჟამად დასრულებულია შენობის გადახურვის სამუშაოები. დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს ფასადის ფილებით, მოპირკეთება და თოჯინების თეატრის შიდა სარემონტი, რომელიც წლებია სავალალო მდგომარეობაში...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 1,500 000 ლარზე მეტია.
პროექტის ფარგლებში შენდება ახალი შენობა-ნაგებობები. ამ ეტაპზე კეთდება ბეტონის კედლები და მიმდინარეობს გადახურვითი სამუშაოები. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ალპინიზმის მოყვარულთათვის დაემატა კლდეზე საცოცი კედელი. სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება.
ობიექტზე იმყოფებოდა რეგიონული განვითარებისა და...
თბილისის შემოვლითი რკინიგზის აშენებულ მონაკვეთზე, შესაძლოა, შიდა მსუბუქი რკინიგზა ე.წ "S-Bahn" განთავსდეს.
პასუხად კითხვაზე - რა ფუნქცია ექნება აღნიშნულ მონაკვეთს, თბილისის მერი, დავით ნარმანია აცხადებს, რომ შემოვლითი რკინიგზის მონაკვეთი, რომელიც 2013 წელს დაკონსერვდა, სავარაუდოდ სატრანსპორტო ფუნქციით დაიტვირთება. თუმცა, ზუსტი ინფორმაცია ნარმანიას ჯერ არ აქვს, რადგან ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასრულებას ელოდებიან, რომლის შემდეგ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ჩაიწერება რა ფუნქცის მატარებელი იქნება...
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. მერიაში განმარტეს, რომ ზვიად შუბითიძე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
თავად ზვიად შუბითიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. ის აღნიშნულ პოზიციაზე 2014 წლიდან მუშაობდა.
ფოთის მერია დატოვა მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის მშენებლობის განყოფილებაში საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა თეიმურაზ ლატარიამაც. მანაც, როგორც მერიაში განგვიმარტეს, სამსახური საკუთარი სურვილით დატოვა და კერძო...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში და სოფელ კორტანეთში გზების მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, დაბა ახალდაბაში მოასფალტდება აღმაშენებლის ქუჩის 1200მ სიგრძის მონაკვეთი, ასფალტი დაიგება ასევე, ვაჟა-ფშაველას I და II მონაკვეთებზე, ხოლო რუსთაველის ჩიხში, რიკაძეებისა და კაპანაძეების უბანში და სოფელ კორტანეთში რკინა-ბეტონის საფარი მოეწყობა.
„ჯამში 3 კილომეტრის სიგრძის გზა მოწესრიგდება. აღნიშნულ დასახლებებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები არასოდეს განხორციელებულა. მოსახლეობას კი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































