ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა. მერიაში განმარტეს, რომ ზვიად შუბითიძე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
თავად ზვიად შუბითიძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. ის აღნიშნულ პოზიციაზე 2014 წლიდან მუშაობდა.
ფოთის მერია დატოვა მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის მშენებლობის განყოფილებაში საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა თეიმურაზ ლატარიამაც. მანაც, როგორც მერიაში განგვიმარტეს, სამსახური საკუთარი სურვილით დატოვა და კერძო სექტორში აგრძელებს საქმიანობას.
ორივე მათგანმა განცხადებებით მერიას დღეს მიმართეს.
მერიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა აღნიშნულ პოზიციებზე ვაკანსია.
წყარო: ლაივპრესი