თსუ-ში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა მიმდინარეობს

740

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრება.

დოკუმენტის დეტალებს კი დამსწრე საზოგადოებას, გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები აცნობენ.

პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია მოეწყობა, სადაც შეკრებილი საზოგადოება თბილისის მერიისა და გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებებსა და წინადადებებს გააცნობენ.

თბილისის მერის დავით ნარმანიას გამცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად გარემოსდაცვით და ეკონომიკურ საკითხებზე იქნება აქცენტი გაკეთებული.

“ჩვენ დღეს ვმსჯელობთ გენერალურ გეგმაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გარემოს დაცვით და ეკონომიკურ საკითხებზე იქნება ძირითადი აქცენტი გაკეთებული. აქ წარმოდგენილია პროფესურა, აკადემიური წრეები, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე. მათი თითოეული მოსაზრება, თითოეული წინადადება მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ყველა საქმიანი წინადადება და შენიშვნა იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ერთი კვირის შემდეგ, იგეგმება გენგეგმის განხილვა ბიზნეს წრეებთან და დეველოპერებთან.

“ვგეგმავთ გეგმის განხილვას ბიზნეს წრეებთან, დეველოპერებთან, თითოეულ იმ კომპანიასთან, რომელსაც ქალაქის განვითარებასთან შეხება აქვს და მათ აინტერესებთ თუ როგორი იქნება სამომავლოდ ქალაქის განვითარების ძირითადი ვექტორები. ასევე, შესაბამისი განხილვები გვექნება საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან“, – განაცხადა ნარმანიამ.

განხილვას ესწრება თსუ-ს რექტორი გორგი შარვაშიძე. რექტორის განცხადებით, კარგია, რომ ასეთი თემების საჯაროდ განხილვა ხდება. “კარგია, რომ ის კონცეფციები, რაც ჩადებულია გეგმაში არის თანამედროვე”, – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი