ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელ კანდიდატებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს, – ამის შესახებ საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„საიამ წინასაარჩევნო მონიტორინგის განხორციელება დაიწყო და ამჯერად სიახლე არის ის, რომ ჩვენ დამოუკიდებელ კანდიდატებს გავუწევთ იურიდიულ კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ასევე, გავუწიოთ საადვოკატო მომსახურებაც.
ორგანიზაცია დააკვირდება არჩევნების დღის პროცედურას, არჩევნების შემდეგ არსებულ ვითარებას და სასამართლოს“, – განაცხადა ჯემალ ჭკადუამ.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროცესში საია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან აქტიურად ითანამშრომლებს.
წყარო: ლაივპრესი