განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტროს მიზანია, 2032 წლისთვის ქვეყანაში წლის განმავლობაში 100 000-მდე ახალგაზრდამ და ზრდასრულმა შეძლოს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიული განათლების მიღება, მათ შორის, მომზადება-გადამზადების პროგრამებით სარგებლობა.
ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, 2021 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში კასპში, მარნეულში, ჩოხატაურში (გორაბერეჟოული), ქედაში, ფოთსა და შუახევში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებები გაიხსნა. მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა,...
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს. ასეთ ქმედებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღების ინიციატივა 87-ხმით, ერთხმად მიიღეს.
ამასთან, როგორც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას ითქვა, ის ძალაში 2022 წლის ბოლოდან შევა. მანამდე კი კომპანიონი ცხოველების თაობაზე სპეციალური კანონი მომზადდება და იქნება მიღებული.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტის თანახმად, რეგისტრირებული ძაღლის ან კატის...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უკლებლივ ყველა სკოლა ახალი სტანდარტის მიხედვით ავტორიზაციას გაივლის. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა.
გარდა ამისა, მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ იქმნება რესურსცენტრების ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო რესურსცენტრები რეგიონულ დონეზე გახდებიან სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელმძღვანელები, ისინი პასუხისმგებლობას აიღებენ არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ შინაარსობრივ პროცესებზეც.
მისივე თქმით, სკოლების მართვის დიფერენცირებული...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
როგორც მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენისას აღნიშნა, 2022 წლის ბოლომდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება როგორც სამედიცინო კაბინეტით, ასევე ექიმისა და ექთნის მომსახურებით.
„თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტენსიური მუშაობა გრძელდება. შედეგად, 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. სამინისტროს...
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 20,000 ლარამდე ასევე, 20,000-დან 100,000 ლარამდე ღირებულების ტექნიკის თანადაფინასების მოთხოვნით, მოქალაქეებს შეუძლიათ სოფლის განვითარების სააგენტოს კვლავ მიმართონ.
პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებს სახელმწიფოს თანადაფინანსებით ტექნიკის შეძენა შეუძლიათ. რაც შეეხება პროგრამის პირობებს, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება 30-დან 35 პროცენტამდე მერყეობს. დანარჩენი თანხა კი უნდა წარადგინოს თავად ბენეფიციარმა.
პროგრამა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში ხორციელდება, ხოლო პროგრამის ბიუჯეტი 50,000,000 ლარს შეადგენს.
2021 წლის 30...
წინა სტატია
ქვემო ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გიორგი დოხტურიშვილი დაინიშნა.
დოხტურიშვილი დღეს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა წარადგინა.
გიორგი დოხტურიშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2017 წლიდან თბილისის საკრებულოს წევრის პოზიციაზე მუშაობდა, ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვის კომისიას.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად 2018 წლიდან ამ დრომდე, შოთა რეხვიაშვილი მუშაობდა.
კასპში კოსტავას ქუჩაზე, წყალმომარაგება-წყალარინების, ხოლო ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხისა და ქავთარაძის ქუჩებზე წყლის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამ ქუჩებზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია, კოსტავას ქუჩას კი წყალარინების ცენტრალიზებული სისტემა არ აქვს.
პროექტი წყალარინების სრულიად ახალი სისტემის მოწყობას ითვალისწინებს, დამატებით, მოეწობა საკანალიზაციო ჭები. წყალმომარაგების ძველი, ამორტიზებული მილები ახლით შეიცვლება.
სამუშაოების დასრულება 2022 წლის გაზაფხულზე იგეგმება.
“ქართული ოცნების” დეპუტატს ნინო ლაცაბიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 84 - ხმით მიიღეს. ნინო ლაცაბიძე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, რომელმაც 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში იყარა კენჭი და რუსთავის მერის თანამდებობა დაიკავა. პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ნინო ლაცაბიძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა და აქვე აღნიშნა, რომ ის პარლამენტს დააკლდება, თუმცა “დიდი მისია აკისრია“.
პარლამენტში ნინო ლაცაბიძის ადგილმონაცვლის ასარჩევად, რუსთავში შუალედური არჩევნები გაიმართება.
წინა სტატია
დღეს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ დაამუშავებს „ბუსტერ“ დოზების სქემას და ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას დაწესებული 6-თვიდან 5-თვემდე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, 18 წლიდან ზემოთ ყველა პირს დღესაც შეუძლია „ბუსტერ“ დოზის ჩატარება, თუმცა დადგენილი ვადა 60 წლის ზემოთ...
დილიდან რამდენიმე ზარი შემოვიდა, როდესაც მომხმარებელს სთხოვეს სერტიფიკატი აცრის თაობაზე და კომპანია მხოლოდ „მწვანე საშვის“ აპლიკაციის წაკითხვით არ შემოიფარგლა - ამან ერთეულ შემთხვევებში შეფერხება შექმნა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ რიგ კომპანიებს დღეს „მწვანე საშვის“ წამკითხველებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. მისი თქმით, „მწვანე პასპორტის“ აპლიკაციის...
რუსთავის მერია ახალ სოციალურ პროგრამას იწყებს.2022 წლიდან ქალაქში "ძალადობის მსხვერპლი ბავშვიანი პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა" ამოქმედდება. ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
როგორც სხდომის მომხსენებელმა, მერიის ბავშვთა ზრუნვის განყოფილების წარმომადგენელმა, მადონა დუდაშვილმა განაცხადა, ძალადობის მსხვერპლ პირებს, რომელთაც ბავშვი ჰყავთ და თავშესაფარში აღმოჩნდებიან ან მათ დროებით სხვა შეიფარებს, რუსთავის მერია ერთჯერადად 1000 ლარით დაეხმარება.
პირველ ეტაპზე,...
იმ პირთა წრე, ვისაც რუსთავის მერია დაკრძალვის ხარჯებს დაუფინანსებს, ფართოვდება. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნულ ხარჯებს დაუფარავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ადამიანებსაც.
შეგახსენებთ, მერია დაკრძალვის ხარჯებს უფინანსებს ვეტერანებს, ქალაქ რუსთავში აღმოჩენილ არაიდენტიფიცირებად ან იდენტიფიცირებად პირებსა და რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულაც 70 000-ს არ აღემატება.
ქალაქის ბიუჯეტიდან დაკრძალვის ხარჯების...
საკრებულოს მოქმედი თავმდჯოამრე გორის ახლადარჩეული მერის მუშაობის დაწყებას აფასებს და აცხადებს, რომ ვლადიმერ ხინჩეკაშვილი თვითმმართველობის საქმიანობაში თავიდანვე აქტიურად ჩაერთო. სისტემატურად ურთიერთობს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედ დეპუტატებთან და ჩართულია არსებული მოგვარების პროცესში. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ მისი მუშაობით, 2 სიტყვაში იგებს ჩვენს პრობლემებს. აქვს ხშირი კომუნიკაცია საკრებულოს წევრებთან და ინტერესდება სოფლებში არსებული ვითარებითაც. რაც ყველასათვის თვალშისაცემია არის უშრეტი...
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო თანამშრომლებისთვის ახალ უნიფორმებს ყიდულობს. უწყებამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 29 464 ლარია.
სატენდერო პირობების მიხედვით, ტრანსპორტის სააგენტო 139 ცალ გრძელკლავიან პოლოს მაისურს, ამავე ოდენობის მოკლეკლავიან მაისურს, 51 ცალ მონიტორინგის, ტექნიკოსის და ადმინისტრაციის თანამშრომელთა ქურთუკს და 108 ქურთუკს მძღოლებისთვის.
სააგენტოს მოთხოვნის მიხედვით, უნიფორმებზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი უწყების ლოგო. ტენდერზე წინადადებების მიღება დასრულდა. სააგენტო ამ ეტაპზე ტენდერში მონაწილე...
ზუგდიდის მერიის "კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა" საახალწლო განათებების შესყიდვასა და მონტაჟზე 155 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო დეკორაციების მოწყობა იგეგმება აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩებზე, ცენტრალურ მოედანზე, დადიანების მუზეუმის ეზოში, გამსახურდიას გამზირზე და სხვ.
ტენდერში წინადადებების მიღება გუშინ დასრულდა და მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა - შპს "ქოლორფულ სფირითსმა" მიიღო. შპს-ის დაფიქსირებული ფასი 150 ათას ლარს შეადგენს....
ქუთაისში, წითელ ხიდსა და ჯაჭვის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის რებილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარს შეადგენს. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
ჯაჭვის ხიდი - უძველესია ქუთაისის ხიდებს შორის. ახლანდელი ხიდი 1995 წელსაა აღდგენილი. ინგლისში, გარნერის მიერ დამზადებული ლითონის ფერმა ინჟ. გ. ზალსკიმ დაამონტაჟა (ახალი ხიდი სამეფო ხიდადაც იწოდებოდა)....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































