ნინო ლაცაბიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა

521

“ქართული ოცნების” დეპუტატს ნინო ლაცაბიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 84 – ხმით მიიღეს. ნინო ლაცაბიძე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, რომელმაც 2021 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში იყარა კენჭი და რუსთავის მერის თანამდებობა დაიკავა. პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ნინო ლაცაბიძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა და აქვე აღნიშნა, რომ ის პარლამენტს დააკლდება, თუმცა “დიდი მისია აკისრია“.

პარლამენტში ნინო ლაცაბიძის ადგილმონაცვლის ასარჩევად, რუსთავში შუალედური არჩევნები გაიმართება.