კასპის რამდენიმე ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები ეწყობა

308

კასპში კოსტავას ქუჩაზე, წყალმომარაგება-წყალარინების, ხოლო ლესელიძის, ჯორჯიაშვილისმეტეხისა და ქავთარაძის ქუჩებზე წყლის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამ ქუჩებზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია, კოსტავას ქუჩას კი წყალარინების ცენტრალიზებული სისტემა არ აქვს.

პროექტი წყალარინების სრულიად ახალი სისტემის მოწყობას ითვალისწინებს, დამატებით, მოეწობა საკანალიზაციო ჭები. წყალმომარაგების ძველი, ამორტიზებული მილები ახლით შეიცვლება.

სამუშაოების დასრულება 2022 წლის გაზაფხულზე იგეგმება.