სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროგრამა განახლდა

321

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 20,000 ლარამდე ასევე, 20,000-დან 100,000 ლარამდე ღირებულების ტექნიკის თანადაფინასების მოთხოვნით, მოქალაქეებს შეუძლიათ სოფლის განვითარების სააგენტოს კვლავ მიმართონ.

პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებს სახელმწიფოს თანადაფინანსებით ტექნიკის შეძენა შეუძლიათ. რაც შეეხება პროგრამის პირობებს, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება 30-დან 35 პროცენტამდე მერყეობს. დანარჩენი თანხა კი უნდა წარადგინოს თავად ბენეფიციარმა.

პროგრამა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში ხორციელდება, ხოლო პროგრამის ბიუჯეტი 50,000,000 ლარს შეადგენს.

2021 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში 3,391 განაცხადია მიღებული. 20,000 ლარამდე ღირებულების ტექნიკის თანადაფინანსების მოთხოვნით, გაკეთებულია 982 განაცხადი. 20,000-დან 100,000 ლარამდე ღირებულების ტექნიკის თანადაფინანსების მოთხოვნით, გაკეთებულია 2004 განაცხადი. 100,000 ლარი და მეტი ღირებულების ტექნიკით თანადაფინანსების მოთხოვნით, გაკეთებულია 405 განაცხადი.

შეგახსენებთ, სააგენტო მექანიზაციის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მექანიზატორის საკუთრებაში არსებულ მეორად ტექნიკასაც ყიდის. სახელმწიფოს მიზანია, არსებული ტექნიკა რამდენიმე წელიწადში სრულად კერძო სექტორის ხელში გადავიდეს.