გორის ტრანსპორტის სააგენტო თანამშრომლებისთვის ახალ უნიფორმებს ყიდულობს

294

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო თანამშრომლებისთვის ახალ უნიფორმებს ყიდულობს. უწყებამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 29 464 ლარია.

სატენდერო პირობების მიხედვით, ტრანსპორტის სააგენტო 139 ცალ გრძელკლავიან პოლოს მაისურს, ამავე ოდენობის მოკლეკლავიან მაისურს, 51 ცალ მონიტორინგის, ტექნიკოსის და ადმინისტრაციის თანამშრომელთა  ქურთუკს და 108 ქურთუკს მძღოლებისთვის.

სააგენტოს მოთხოვნის მიხედვით, უნიფორმებზე აუცილებლად უნდა იყოს დატანილი უწყების ლოგო. ტენდერზე წინადადებების მიღება დასრულდა. სააგენტო ამ ეტაპზე ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანიის შპს უნივერს გრუპის წინადადებას განიხილავს.