ქუთაისში წითელ ხიდსა და ჯაჭვის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

522

ქუთაისში, წითელ ხიდსა და ჯაჭვის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის რებილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 30 000 ლარს შეადგენს. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.

ჯაჭვის ხიდი – უძველესია ქუთაისის ხიდებს შორის. ახლანდელი ხიდი 1995 წელსაა აღდგენილი. ინგლისში, გარნერის მიერ დამზადებული ლითონის ფერმა ინჟ. გ. ზალსკიმ დაამონტაჟა (ახალი ხიდი სამეფო ხიდადაც იწოდებოდა). ჯაჭვის ხიდს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია აქვს მინიჭებული.

წითელი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ის საფრანგეთში დამზადებული რკინის კონსტრუქციით არის აგებული. ხიდი ექსპლოატაციაში 1962 წელს შევიდა.