2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკური სუბიექტების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. ადიგენში მერობის ექვსი კანდიდატი დარეგისტრირდა, ექვსივე მათგანი პოლიტიკური პარტიის მიერაა წარდგენილი.
მერობის კანდიდატები არიან:
მინდია ჯელია – „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
ჯემალ ვანაძე – საარჩევნო ბლოკი "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა– დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“;
გელა სარაშვილი – საარჩევო ბლოკი „ბაქრაძე უგულავა – ევროპული საქართველო“;
არკადი საჰაკიან – საარჩევნო ბლოკი...
"საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე'' - ამ ღონისძიების ფარგლებში პეკინის ქუჩაზე დაგეგმილ ველორბოლაში გაერო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნილ სკოტმა მიიღო მონაწილეობდა. დიპლომატის განცხადებით, მაშინ როცა ქალაქში დღითი დღე იზრდება ავტოტრანსპორტის რაოდენობა, ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია ალტერნატიული ტრანსპორტის განვითარება.
„მადლობა ორგანიზატორებს, რომ საერთაშორისო დღე ავტომობილების გარეშე აღვნიშნეთ, ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩაერთო ამ ღონისძიებაში. განსაკუთრებული მადლობა ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელიც დაგვპირდა რომ...
„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ მისი მერობის შემთხვევაში დედაქალაქში კაზინოებსა და სლოტკლუბებს გააუქმებს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი გაანადგურა. ის ემხრობა იდეას რომ კაზინოები ისეთ ადგილას გადავიდეს, სადაც რიგით მოქალაქეებს ხელმისაწვდომობა არ ექნება.
გიორგი გუგავა „აიპრესთან“ ინტერვიუში იმასაც აცხადებს, რომ ეს არ არის მხოლოდ მერისთვის ბრძოლა და ეს სისტემის ნგრევისთვის ბრძოლაა. ამბობს, რომ ქვეყანაში ბანკირების დიქტატურა უნდა...
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად განახლებული მეტროსადგური „ვარკეთილი“ დაათვალიერა.
დავით ნარმანიას თქმით, მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა.
„ეს არის რიგით მესამე მოდერნიზებული მეტროსადგური, რომლის სრული რეაბილიტაცია ჩვენ ჩავატარეთ. ამჟამად კიდევ სამი მეტროსადგურის მოდერნიზების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ მგზავრთა გადაადგილების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
„ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოები,...
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს.
დავის საგანია თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კუკავას უფასო პოლიტიკური რეკლამა, სადაც ის ერთ-ერთი მედიკამენტის სახელწოდებას და ფასს ასახელებს.
კომერციული რეკლამის ელემენტების მოტივით, მაუწყებელმა მითითებული ვიდეორგოლი ეთერში არ გაუშვა.
ტელევიზიის იურისტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს არ ეთანხმება და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მაუწყებლის შესახებ კანონის ერთ-ერთ მუხლზე მიუთითებს.
საკუთარი პოზიციის დასაცავად, მაუწყებელი მსგავს თემაზე კომისიის...
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის 7კანდიდატი დარეგისტრირდა. მათგან 6 მერობისთვის პარტიული ნომრით იბრძოლებს, ერთი კი დამოუკიდებელი კანდიდატია.
დარეგისტრირებული კანდიდატებიდან ორის ვინაობა დღეს გახდა ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი გიზო სტურუაა, რომელიც კენჭს საარჩევნო ბლოკ „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველოდან“ იყრის, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი ზურაბ ჯინჯოლავაა.
საზოგადოებისთვის ცნობილი იყო სხვა კანდიდატების ვინაობა. დღეს დარეგისტრიდა ცესკოში მმართველი პარტიიდან...
დღეს დილით ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის მონაკვეთი ჩაინგრა. საავტომობილო გზის დაზიანება წყლის 1000-მილიმეტრიანი მილის დაზიანებამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძრაობა გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების მართვის დირექტორის მამუკა კიკალიშვილის ინფორმაციით, ადგილზე მათი კომპანიის ბრიგადები იმყოფებიან და პრობლემის დიაგნოსტირებას ახდენენ.
„შემოვიდა ინფორმაცია, რომ მოხდა გზის ნაწილის...
ქუთაისის მერის პოსტზე არჩევის სურვილი ოფიციალურად ათმა კანდიდატმა გამოთქვა. საოლქო კომისიაში პარტიული სიებისა და კანდიდატების წარდგენის ვადა გუშინ დასრულდა.
ქუთაისის #59 საარჩევნო ოლქშის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, შესულია მერობის 10 კანდიდატის განაცხადი, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისის მერობის კანდიდატად დარეგისტირება სურს.
კერძოდ, ესენია:
1. „შენების მოძრაობა“ – ალუდა გოგლიჩიძე
2. საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე ერთობა ახალი საქართველო" – ზვიად ბაღდავაძე
3. „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან...
პეკინის ქუჩაზე დღეს, “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ველორბოლას მართავს. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ველორბოლაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, გაერო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნილს სკოტი, ესტონეთის, გერმანიის, შვეიცარიის და სხვა საელჩოების წარმომადგენლები, საჯარო პირები, ველომოყვარულები.
“საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამ დღის მიზანია ქალაქის ცენტრალურ უბნებში...
ეკოლოგიური თვალსაზრისით ქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა, - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა საკუთარი ეკოლოგიური პროგრამის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ჰაერის დაბინძურებისა და ეკოლოგიური პრობლემების კუთხით მოწინავე ქვეყანაა, რაც გარკვეულწილად გასული 15 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტიების, ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” ”დამსახურებაა”.
”ეკოლოგიური თვალსაზრისით ქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა. ჩვენ ცუდი სტატისტიკის კუთხით მოწინავე ქვეყანა ვართ. გვერდს ვერ...
სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ბათუმში“, საარჩევნო დავების საკითხებზე 22-24 სექტემბერს, სემინარი გაიმართება. სემინარი ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ორგანიზებითა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის, საქართველოში საფრანგეთისა და შვეიცარიის საელჩოების თანადაფინანსებით ტარდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კონფერენციას სიტყვით მიმართავენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამატებითი ღონისძიებების განახორციელებას ითვალისწინებს. აღნიშნული ბრძანება ძალაში დღეს შევიდა.
ბრძანების შესაბამისად, სამართალდარღვევების პრევენციის, ასევე, მათზე დროული და შესაბამისი რეაგირებისთვის, საქართველოს თითოეულ რეგიონში შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო...
2017 წლის ოქტომბრის არჩევნებზე, გორის მერად კენჭს 9 კანდიდატი იყრის. კომისიის წარმომადგენლის ცნობით, კანდიდატების წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა. პოლიტიკურმა სუბიექტებმა, როგორც მაჟორიტარული, ასევე, პროპორციული სიებიც მიიტანეს. ინფორმაცია ცესკოს ვებ-გვერდზე უახლოეს ორი დღის განმავლობაში განთავსდება.
მანამდე გაგაცნობთ კანდიდატების ჩამონათვალს:
დავით მახნიაშვილი - საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო.
იოსებ სოსიაშვილი -საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”.
რევაზ კახნიაშვილი - საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” .
თამარ ზურაბაშვილი - შალვა ნათელაშვილი...
“ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ პარკირების სისტემა საათობრივ დროზე უნდა იყოს მიბმული და მხოლოდ მიწისქვეშა საპარკინგე ადგილების მოწყობა 400 000 ავტომობილის საკითხს ვერ გადაჭრის:
“შეიძლება, ეს არც არის პოპულარული და მეუბნებოდნენ კიდეც, ნუ იტყვი წინასაარჩევნო კამპანიაშიო. სულ რომ წავაგო, მაინც ვიტყვი იმას, რაც მიმაჩნია, რომ სწორია. ჩვენ უნდა გადავიდეთ საათობრივ დროზე მიბმულ პარკირების ევროპულ სისტემაზე. როცა...
ფოთში მერობისთვის 6 კანდიდატიდან 3 ქალი იბრძოლებს: "ახალი საქართველოს" კანდიდატი ინგა ჭანტურია, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მაკა ჯინჯოლია და "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი მაია ჩხარტიშვილი.
ფოთის მერობის დანარჩენი კანდიდატები არიან: "ქართული ოცნებიდან" გოჩა კურდღელია, "ევროპული საქართველოდან" ვახტანგ დარცმელიძე და "დემოკრატიული მოძრაობიდან" ოთარ ხარჩილავა.
ცესკოში საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია 17-მა საარჩევნო სუბიექტმა შეიტანა, ხოლო მერობის 14-მა კანდიდატმა რეგისტრაციის გავლის მიზნით მიმართაცესკოს.
დღეს საარჩევნო სუბიექტებს პროპორციული წესით სიების წარდგენის ბოლო დღეჰქონდათ.
წყარო: იმედინიუსი
ცესკო-ში საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია 17-მა საარჩევნო სუბიექტმა შემოიტანა, ასევე 14-მა მერობის კანდიდატმა რეგისტრაციის გავლის მიზნით მომართა ცესკო-ს, - ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
"კანონმდებლობის თანახმად, სიის შემოტანიდან ორი დღის ვადაში, საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური შეამოწმებს წარმოდგენილ სიებს. იმ შემთხვევაში თუ ამ სიებში არ იქნება დაფიქსირებული რაიმე ტიპის ხარვეზი, მაშინ სია გაივლის რეგისტრაციას, ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში კი ეს წერილობით...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































