ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის 7კანდიდატი დარეგისტრირდა. მათგან 6 მერობისთვის პარტიული ნომრით იბრძოლებს, ერთი კი დამოუკიდებელი კანდიდატია.
დარეგისტრირებული კანდიდატებიდან ორის ვინაობა დღეს გახდა ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი გიზო სტურუაა, რომელიც კენჭს საარჩევნო ბლოკ „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველოდან“ იყრის, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი ზურაბ ჯინჯოლავაა.
საზოგადოებისთვის ცნობილი იყო სხვა კანდიდატების ვინაობა. დღეს დარეგისტრიდა ცესკოში მმართველი პარტიიდან მერობის კანდიდატი ლაშა გოგია. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს ლევან კონჯარია, „ევროპული საქართველოდან“ – ლელა ქებურია, ხოლო „პატრიოტთა ალიანსიდან“ – გოგიტა ბიგვავა იყრიან. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილია ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად (დომენტი) სიჭინავა.
წყარო: იმედინიუსი