ნილ სკოტი: დღეს საფუძველი ჩავუყარეთ უფრო გამოცოცხლებულ ქალაქს

1439

“საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” – ამ ღონისძიების ფარგლებში პეკინის ქუჩაზე დაგეგმილ ველორბოლაში გაერო-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნილ სკოტმა მიიღო მონაწილეობდა. დიპლომატის განცხადებით, მაშინ როცა ქალაქში დღითი დღე იზრდება ავტოტრანსპორტის რაოდენობა, ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია ალტერნატიული ტრანსპორტის განვითარება.

„მადლობა ორგანიზატორებს, რომ საერთაშორისო დღე ავტომობილების გარეშე აღვნიშნეთ, ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩაერთო ამ ღონისძიებაში. განსაკუთრებული მადლობა ადგილობრივ თვითმმართველობას, რომელიც დაგვპირდა რომ ინფრასტრუქტურის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. ყველანი ვთანხმდებით ერთ საკითხზე, რომ ქალაქში, როცა მანქანების რაოდენობა მატულობს, ასე გაგრძელება შეუძლებელია. ამიტომ ვფიქობთ, რომ დღეს საფუძველი ჩავუყარეთ უფრო გამოცოცხლებულ ქალაქს და გაუმჯობესებულ გარემოს. ვიმედოვნებთ, რომ ალტერნატიული ტრანსპორტის ტენდენცია გაგრძელდება”, – განაცხადა სკოტმა.

განახლებული პეკინია გამზირზე, სადაც ველობილიკი მოეწყო,” საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” ველორბოლა მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში რამდენიმე ქვეყნის აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თბილისის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან კახი კალაძე და უმრავლესოის ლიდერი არჩილ თალკვაძე მონაწილეობდნენ.

არჩილ თალაკვაძის თქმით,  ქართული ოცნების სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართული იქნება იმისკენ, რომ ქალაქში ეკოლოგიური პირობები იყოს დაცული და ველოსიპედით და ფეხით მოსარგებლეებისთვის სივრცე იყოს უზრუნველყოფილი.

“კახა კალაძის და ჩვენი გუნდის სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ სივრცე ფეხით მოსიარულეთათვის, ველოსიპედით მოსარგებლეთათვის იყოს დაცული და ქალაქში მეტი ინფრასტუქტურა შეიქმნას. ეს ხდება იმისთვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ეკოლოგურად სუფთა ტრანსპორტით. ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, ჩვენ დღეს არ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს. ეს არის ის, რაც წარმატებულმა ქვეყნებმა უკვე გააკეთეს. დღეს ჩვენ ახალ ველობილიკზე გავივლით, რომელიც თბილისის მერიამ მოსახლეობის, განსაკუთრებით, ველოსიპედით მოსარგებლეთათვის გააკეთა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი